ეკონომიკადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

დააწესებენ თუ არა ქართული რესტორნები „შეფარულ“ გადასახადს

0
გაზიარება

ინფლაციის მაღალ დონესთან გასამკლავებლად აშშ-ში სულ უფრო მეტი რესტორანი უწესებს კლიენტებს ახალ გადასახადებს. გადასახადის რამდენიმე სახეობაა, ასე მაგალითად, ლოს-ანჯელესში მომხმარებლებს ჩეკზე რესტორანში დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევის 3%-იანი გადასახადი ხვდებათ, ზოგან კიდევ კლიენტებს ინფლაციის დროებითი გადასახადის გადახდა უწევთ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ხომ არ შეინიშნება მსგავსი პრაქტიკა საქართველოს ბაზარზეც. როგორც ჩვენთან საუბრისას საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ქართული რესტორნების მხრიდან ამ სტრატეგიის გამოყენების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს მათთვისვე იქნება არაეფექტური და სტუმრების განწყობაზეც უარყოფითად აისახება.

„ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ შეინიშნება და არც მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი ფარული თუ პირდაპირი გადასახადების, რადგან სარესტორნო მომსახურება ადგილობრივი მომხმარებლისთვის ისედაც არაა იაფი. არსებობს საქართველოში პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს 10%-დან 15%-მდე დამატებით გადასახადს მომსახურების კუთხით ან მითითებულია დღგ.

რომელიმე რესტორატორი ან მფლობელი თუ გადმოიტანს ამ პრაქტიკას და გარკვეული შემოსავლის წყაროდ, გასამდიდრებლად დაამკვიდრებს, ეს არც ერთ ვარიანტში არ იქნება სტუმრის მხრიდან დადებითად აღქმული. ამ კუთხით მენიუს კიდევ დატვირთვა კონტრპროდუქტიული იქნება ოპერატორისთვის“, – ამბობს ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ ფასების ზრდა რესტორნებში გარდაუვალი იქნება.

„სამწუხაროდ, ინფლაციასთან და გაზრდილ ხარჯებთან გამკლავების ერთადერთი შესაძლებლობა არის ფასების გაზრდა, თუმცა დღეს სარესტორნო ბიზნესი ამას არ აკეთებს. ესაა გათვლა ადგილობრივ მომხმარებელზე, რომელიც გაძვირებას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შოთა ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ახლა რესტორნების მთავარი პრობლემა კადრებს უკავშირდება, მთავრობამ კი მის მოგვარებას საგადასახადო წნეხის შემცირებით უნდა შეუწყოს ხელი.

„ქმედითი ნაბიჯები პოსტკოვიდურ მდგომარეობაშიც საჭიროა, თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენი პრობლემები თვითრეგულირებაზეა, მთავრობა არ ერევა და ფიქრობს, რომ თავისით დარეგულირდება, სინამდვილეში კი ეს ქვეყნისთვის იქნება მტკივნეული.

პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმების, კადრების პრობლემაა და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით დაეხმაროს მთავრობა სფეროს. ამ პრობლემის გადაჭრა უმარტივესად შეიძლება საგადასახადო წნეხის მოხსნით, როდესაც ბიზნესს წნეხი შეუმსუბუქდება, შემდეგ გადაწყვეტს, თუ რა მიმართულებით განკარგოს გამოთავისუფლებული თანხები“, – უთხრა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსს“.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

iPhone 16 – პირველი სმარტფონი, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის შეიქმნა

iPhone 16-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შედგა The Weeknd-ის უახლესი სინგლის, Dancing in the Flames-ის ვიდეოს ჩვენება კულისებს მიღმა, რომელიც მთლიანად iPhone 16 Pro-ს მეშვეობით არის გადაღებული. Apple-ის ახალი…

საქართველოში ოჯახები შემოსავლების თითქმის ნახევარს სურსათზე ხარჯავენ – ISET

ISET-ს კვლევით ინსტიტუტი საქართველოში სურსათის ფასებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სურსათზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მძიმედ შინამეურნეობებზე აისახება. კერძოდ, შინამეურნეობები მთლიანი…

ევროპაში გაზი ძვირდება

ევროპაში შემოდგომის მოსვლასთან ერთად ბუნებრივ აირზე ფასები იზრდება. Bloomberg წერს, რომ ძირითადი ფიუჩერსები 1 მგვტ/სთ-ზე 38 ევროს უახლოვდება. წელიწადის ამ დროისთვის ფასები მაღალია და განპირობებულია არასტაბილური მიწოდებით,…

თბილისის მეტროს მემანქანის საშუალო თვიური სარგო 3 434 ლარს შეადგენს

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივლისის პერიოდში, თბილისის მეტროპოლიტენში მგზავრთა გადაყვანას 226 მემანქანე ახორციელებდა - თბილისის მერია მერიის ცნობით, შვიდ თვეში 226 მემანქანემ ჯამში, 5 432 423 ლარის თანამდებობრივი სარგო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!