დღის სიახლეებისიახლეები

დღეიდან პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

0
გაზიარება

60 წელს გადაცილებული პირებისთვის შექმნილ პროგრამას – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ კერძო ობიექტები – „არენა“ და „ოლიმპიკი“ ემატება, რომელთა სარგებლობასაც პროგრამაში ჩართულ პირებს მერია სრულად დაუფინანსდებათ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის  სხდომაზე განაცხადა.

„შარშან დავიწყეთ პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ 60 წელს გადაცილებული პირებისთვის, რაც საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას გულისხმობდა. ეს პროგრამა გრძელდება და მასში ჩართვის მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მისი გაფართოება. შედეგად, პროგრამას დაემატა ორი კერძო სპორტული ობიექტი, რომლით სარგებლობაც ისევე სრულად დაუფინანსდებათ პროგრამაში ჩართულ პირებს, როგორც მუნიციპალურ ცენტრებში უფინანსდებოდათ. პროგრამაში დარეგისტრირების მსურველები შერჩეულ სპორტულ ცენტრში უნდა მივიდნენ, წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი და სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი პროგრამით გათვალისწინებული პირობებით მიიღებენ შესაბამის მომსახურებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

პროგრამაში, ასევე ჩაერთვება ის მულტიფუნქციური ცენტრებიც, რომლებიც დიდ დიღომსა და ვარკეთილში აშენდება.

„დაწყებული გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა ვარკეთილსა და დიდ დიღომში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე დამთავრდება. აღნიშნულ პროგრამაში ეს ცენტრებიც ჩაერთვება. აქაც უფროსი თაობისთვის გამოყოფილი იქნება დრო, როცა ისარგებლებენ არსებული სივრცეებით“, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!