საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებიფინანსები

გასაუბრების 10 ტაქტიკა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ

0
გაზიარება

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას ქართულ ენაზე გამოსცემს.

მისი ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეული სერიაა „მარტივად“, რომელიც ყველასთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოა. ამ დრომდე ამ სერიის ფარგლებში გამოიცა კონკრეტული მიმართულების წიგნები: „მარკეტინგი მარტივად“, „რეკლამა მარტივად“, „პროექტის მართვა მარტივად“, „გაყიდვები მარტივად“ და „ბრენდინგი მარტივად“. ეს წიგნები ამ თემებით დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება კონკრეტულ სფეროში როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული რჩევები მიიღოს, რომლებსაც წარმატებით გამოიყენებს საქმიანობაში.

წიგნი „სამუშაოს ძებნა მარტივად“, განურჩევლად იმისა, თუ რომელ სფეროში საქმიანობთ, დაგეხმარებათ, გაამარტივოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სამსახურის ძებნის პროცესი.

სამუშაოს ძიების პროცესი ადვილი როდია. თავდაპირველად აუცილებლად აღმოჩნდებით ვაკანსიისთვის შესაფერის უამრავ კანდიდატს შორის. როგორ უნდა გამოგარჩიონ? „სამუშაოს ძებნა მარტივად“ გასწავლით, როგორ გამოირჩეოდეთ კონკურსის დროს, როგორ დააინტერესოთ პოტენციური დამსაქმებელი და როგორ იპოვოთ ისეთი სამსახური, რომელიც ნამდვილად გინდათ.

წიგნის წაკითხვის შემდეგ აღმოაჩინეთ, თუ როგორ

· განსაზღვროთ, რისი გაკეთება გსურთ კარიერაში;

· შექმნათ ეფექტური სამოტივაციო წერილი;

· მოამზადოთ ისეთი რეზიუმე, რომელიც გამოგარჩევთ;

· მოძებნოთ და იპოვოთ სამუშაო ინტერნერტით ;

· მოახდინოთ შთაბეჭდილება გასაუბრების დროს.

ახლა კი გადავიდეთ ყველაზე მთავარზე – 10 ტაქტიკაზე, რომელიც გასაუბრებისას სხვებისგან გამოგარჩევთ.

გასაუბრებისას ყველაზე მიზანშეწონილი სტრატეგია აკადემიური მოქცევაა, რათა არ გააკეთოთ ისეთი რამ, რამაც შეიძლება პოტენციური დამსაქმებლის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიოს. მაგრამ, თუ ატყობთ, რომ ამ სტრატეგიით სასურველ შედეგს ვერ აღწევთ, წარმოგიდგენთ ათ სასარგებლო რჩევას, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს რჩევები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ მათ ფრთხილად და ბუნებრივად გამოიყენებთ.

შესვლისას არ იჩქაროთ

ზოგადად, რეკომენდებული არ არის, გასაუბრებისას ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც სამსახურის შესასრულებლად საჭირო თქვენი უნარები, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, მაგრამ მეტისმეტად ლაკონიურადაც ნუ უპასუხებთ გამსაუბრებლის შეკითხვებს – ეს თქვენს სუსტ მხარეებზე მიუთითებს. საჭიროა, წინასწარ იცოდეთ თქვენი სუსტი მხარეები და შეძლოთ მათი აღიარება, მაგრამ ამავდროულად მიუთითოთ თქვენს იმ ძლიერ თვისებებზე, რომლებიც ამ სისუსტეებს აბალანსებს.

დასვით პირველი შეკითხვა

როგორც წესი, ინტერვიუერი თავად გეკითხებათ პირველ შეკითხვას, მაგრამ არ არსებობს კანონი, რომელიც გიკრძალავთ იმავეს გაკეთებას. მარტივი შეკითხვა, როგორიცაა, მაგალითად: „რა რეაქცია მოჰყვა თქვენს ახალ სარეკლამო კამპანიას?“ თავიდანვე ნათელს ხდის, რომ ორგანიზაციის შესახებ რაღაც იცით და ინტერვიუერი შესაძლოა შეეხოს იმ საკითხებს და პრობლემებს, რომლებსაც მოგვიანებით საუბრისას სათქვენოდ გამოიყენებთ.

გამსაუბრებელთა უმეტესობას მოსწონს, როდესაც გასაუბრების დასრულების შემდეგ აქვთ მთლიანი სურათი, თუ ვინ ბრძანდებით სინამდვილეში. რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, უფრო საზიანო იქნება, ვიდრე სასარგებლო, თუ გასაუბრებაზე იდეალური კანდიდატის როლის თამაშს შეეცდებით.

ნუ გამოიყენებთ ბევრ შარმსრა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამსაუბრებლის სიმპათიის მოპოვება, მაგრამ მეტისმეტი არაფერი ვარგა. გასაუბრებისას თქვენი ამოცანაა, წარმოაჩინოთ ძლიერი კავშირი თქვენს უნარებსა და ვაკანსიის მოთხოვნებს შორის. თუ თქვენს გულწრფელ ძალისხმევას ამ ამოცანის შესრულებისკენ მიმართავთ, სიმპათიას ისედაც დაიმსახურებთ. თუ გამსაუბრებლის გულის მოგებას მეტისმეტად შეეცდებით, შესაძლოა ამით ის დააეჭვოთ, რითიც თქვენი სანდოობა შემცირდება.

იყავით გახსნილიზოგადად, რეკომენდებული არ არის, გასაუბრებისას ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც სამსახურის შესასრულებლად საჭირო თქვენი უნარები, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, მაგრამ მეტისმეტად ლაკონიურადაც ნუ უპასუხებთ გამსაუბრებლის შეკითხვებს – ეს თქვენს სუსტ მხარეებზე მიუთითებს. საჭიროა, წინასწარ იცოდეთ თქვენი სუსტი მხარები და შეძლოთ მათი აღიარება, მაგრამ ამავდროულად მიუთითოთ თქვენს იმ ძლიერ თვისებებზე, რომლებიც ამ სისუსტეებს აბალანსებს.

ნუ გასცემთ გრძელ პასუხებს

თქვენი პასუხები რაც შეიძლება შეკითხვასთან დაკავშირებული და მოკლე უნდა იყოს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი პასუხის შემდეგ ჩამოწოლილი სიჩუმე თქვენვე უნდა შეავსოთ ზედმეტი ინფორმაციით. ეს პაუზა თქვენ სასარგებლოდ გამოიყენეთ და მიეცით საშუალება გამსაუბრებელს, გაიაზროს თქვენი პასუხი. ყურადღება მიაქციეთ ჟესტებსაც, მაგალითად, თავის დაქნევას.

წერილობით მოამზადეთ თქვენი სათქმელი

მართალია, გამსაუბრებელს თქვენი რეზიუმე უკვე ნანახი აქვს, მაგრამ წინ არაფერი გიდგათ, რომ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, მოკლედ ჩამოწეროთ, რა უნარებით შეგიძლიათ გამოადგეთ ამ ორგანიზაციას. ეს ჩანაწერი გასაუბრების დასაწყისშივე უნდა მიაწოდოთ გამსაუბრებელს და იმ შემთხვევაში, თუ მას შეკითხვების ჩამონათვალი წინასწარ არ აქვს მომზადებული, ჩათვალეთ, რომ გასაუბრების მთავარი თემა თქვენივე ჩანაწერის ირგვლივ იტრიალებს.

გააკეთეთ შეთავაზება

თუ გასაუბრებაზე ყველაფერი კარგად მიდის და მზად ხართ პოზიციაზე დათანხმდეთ, გააკეთეთ შეთავაზება. შესთავაზეთ გამსაუბრებელს რაიმე დავალების შესრულება, ანგარიშის მომზადება, იმუშავეთ ორი-სამი დღე ანაზღაურების გარეშე – ეს ნათელს გახდის, რომ თქვენ გაქვთ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები. შეიძლება თქვენს შეთავაზებაზე უარი გითხრან, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ მზად ხართ დავალების შესასრულებლად, გამსაუბრებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს.

შეეცადეთ, კიდევ მიგიწვიონ

ტიპური გასაუბრება მთავრდება იმით, რომ ინტერვიუერი მადლობას გიხდით და გეუბნებათ, რომ სხვა კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებათ. სანამ ამას გეტყვიან, დაასწარით და თქვით, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებით, რათა უფრო ვრცლად ისაუბროთ სამსახურის შესახებ. ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ გამსაუბრებელმა უბრალოდ უარი გითხრათ ხელმეორედ დაბარებაზე.

დატოვეთ რაიმე სამახსოვრო

წინასწარ მოამზადეთ რამე ისეთი, რასაც გამსაუბრებელს დაუტოვებთ (რეზიუმეს გარდა) და რაც თქვენი სამსახურში აყვანის შანსს გაზრდის. ეს შეიძლება იყოს ანგარიში, რომელიც წინა სამსახურში მოამზადეთ (ოღონდ არ დაარღვიოთ კონფიდენციალურობის პრინციპი), ან ნაშრომი, რომელზეც უნივერსიტეტში მუშაობდით – მთავარია, ეს ყველაფერი უშუალოდ უკავშირდებოდეს იმ ვაკანსიას, რომელზეც საუბრობთ.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!