RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდებათ

0
გაზიარება

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა” ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდეს იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ლიბერთი ბანკის” გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

თურნავას თქმით, პროცენტის შემცირება შეეხება, როგორც ოვერდრაფტებს, ასევე ჩვეულებრივ სესხებს და საუბარია საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებულ სესხებზე.

„პროცენტების შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს 2023 წლამდე. ჯამში, საუბარია 150 ათასზე მეტ სესხზე, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია. ვფიქრობ, „ლიბერთი ბანკის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია და აღსანიშნია, რომ ამავდროულად თვითონ „ლიბერთი ბანკის” ფინანსურ მდგომარეობას არ გააუარესებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მსგავსი სიახლეები

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა

Transfermnarkt-ის ცნობით, „ლა ლიგის“ ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გიორგი მამარდაშვილია. ქართველი ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ მეკარეა და მისი ღირებულება ამ დროისთვის 35 მლნ დოლარია. ესპანეთის ჩემპიონატის 5 ყველაზე…

TikTok-ი Instagram-ის ანალოგს ქმნის

TikTok-ი ახალ აპლიკაციას, Instagram-ის ანალოგს ავითარებს, რომელიც მომხმარებლებს ფოტოების გაზიარების საშუალებას მისცემს. ინფორმაციას პორტალი, TechCrunch-ი ავრცელებს. „ინოვაციებისადმი ჩვენი მუდმივი ვალდებულების ფარგლებში,…

საქართველოს მოსახლეობა ბერდება – აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ბერდება, რაც უმეტესად განპირობებულია დაბალი შობადობით, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების ემიგრაციის გამო.…

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება. საქსტატის მონაცემებით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!