დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით შემოწმების პროცესში 4538 დარღვევა გამოვლინდა

0
გაზიარება

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 446 ობიექტი პირველადად შემოწმდა, განმეორებითად კი ჯამში 1074-მა ობიექტმა გაიარა ინსპექტირება. შემოწმების პროცესში 4538 დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ შრომითი ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ფერაძის თქმით განმეორებითი ინსპექტირების დროს კომპანიების 28%-მა გამოასწორა პირველად გაცემული მითითებები, რაც 2020 წელთან შედარებით, საგრძნობ გაუმჯობესებას ასახავს

„ანგარიშში წარმოდგენილია თუ რომელი სექტორებია შემოწმებული და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით იქ, სადაც ყველაზე მაღალია დარღვევების მაჩვენებელი, ჩვენ მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული გვაქვს სექტორები და სექტორული მიმართულებით პრიორიტეტები, რომელიც უკავშირდება სამთო-მოპოვებით მრეწველობას, ასევე სამშენებლო სექტორს. ამ ტიპის ობიექტების შემოწმება იყო პრიორიტეტი გასულ წელს. რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს – არ არის შეფასებული საფრთხეები და რისკები 11%-ში, არ არის დაცული სანიტარულ -ჰიგიენური ნორმები და მოუწესრიგებელია ეკონომიკა 9,3%-ში, დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით 7,7%-ში, არ არის შემოწმებული ტექნიკური აღჭურვილობა 7,6%-ში, არ არის დაფარული ღიობები 7,4%-ში, არ არის ჩატარებული სწავლება და ინსტრუქტაჟი, არ არის შემუშავებული უსაფრთხოების გეგმა, არ არის მოაჯირების სტანდარტი მშენებლობებზე და არ გამოიყენება უსაფრთხოების მანიშნებელი ნიშნები“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ…

საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა – საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა. ღირებულება არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, აქ ზრდა მინიმალური იყო. ფასის ზრდის…

ევროკავშირიდან იმპორტი გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ევროკავშირიდან 915,508 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 845,858 მლნ აშშ დოლარის. ექსპორტი- 2024 წელს…

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ვალი 24 172 488 600 დოლარს შეადგენს

მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების კვალდაკვალ, საგარეო ვალდებულებები ეზრდება საქართველოსაც, სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო…

400-ზე მეტი კლასიკური მანქანა 65 მოტოციკლი – ბრიტანეთში უდიდეს კოლექციის მფლობელი 81 წლის როჯერ დადინგი

პირველი ავტომობილი, თითქმის ახალი Jensen FF ბრიტანელმა როჯერ დადინგმა 1968 წელს შეიძინეა. დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგ, როჯერი 400-ზე მეტ კლასიკურ ავტომობილს და დაახლოებით 65 მოტოციკლს ფლობს. 81 წლის უნიკალური ნაკეთობების…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!