წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, სასწავლო ცენტრი – მერიდიანი
სასწავლო ცენტრი „მერიდიანი“ 2018 წლიდან ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა თავის სფეროში – აკადემიური მიდგომებით, სპეციალურად შექმნილი პროგრამებით, სწავლების ფორმით და სოლიდური პარტნიორებით.
ცენტრის დამფუძნებელი-ტატა ვეფხვაძე მრავალი წელია აკადემიურ საქმიანობას ეწევა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში, განათლების სამინისტროს მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ფლობს ინგლისური ენის სწავლების საერთაშორისო სერტიფიკატს (CELTA), არის ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ), გრონინგენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია), ლონდონის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) სტიპენდიანტი, ასევე არაერთი ჯილდო და სერტიფიკატი აქვს მოპოვებული ინგლისური ენის სწავლების სფეროში.
სასწავლო ცენტრის ძირითადი პროგრამები და სწავლების მიმართულებები სწორედ ტატა ვეფხვაძის მიერ არის შემუშავებული
„ცენტრის მიზანია სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამების შედგენა, რაც პროფესიული ტერმინოლოგიის დაუფლებას უწყობს ხელს. ამგვარი მიდგომა ეფექტურს ხდის ენის შესწავლის პროცესს და ხელს უწყობს სტუდენტისთვის საინტერესო გარემოს შექმნას, ვინაიდან მას ეძლევა შესაძლებლობა, აიმაღლოს ენის დონე და ამავდროულად დაეუფლოს პროფესიულ ტერმინოლოგიას.
ჩვენს ძალიან კონკურენტულ გარემოში, საბაზისო ინგლისურის ცოდნა უკვე აღარ არის საკმარისი საქმიანი ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ შევქმენით იურისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მენეჯერებისთვის, კერძო და საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური პროგრამები, რაც მათ ძალიან ეხმარება ადგილის დამკვიდრებაში, კარიერულ წინსვლაში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზიც, თუ რატომ ენდობიან „მერიდიანს“ საკმაოდ ცნობილი კომპანიები (სოკარი, თეგეტა მოტორსი-თეგეტა აკადემია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია, ფარმსახლი, ევოლუშენ ჯორჯია, სასტუმრო პარაგრაფი)- ამ პროგრამების დახმარებით მათი თანამშრომლები იმაღლებენ ენის ცოდნას,რომელიც აისახება მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე, დღეს ხომ ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია, არა მხოლოდ კონკრეტული საქმიანი ადამიანის, არამედ მთელი კომპანიის წარმატება და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა“ – ტატა ვეფხვაძე
სასწავლო ცენტრ „მერიდიანის“ სერვისები:
- ინგლისური ენის კურსები კონკრეტული პროფესიული მიზნებისთვის, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის;
- ადგილობრივი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების ვორკშოპები და ტრენინგები აკადემიურ სფეროში მოღვაწე პერსონალისთვის;
- ცენტრი ასევე ამზადებს სტუდენტებს ეროვნული და საერთაშორისო გამოცდებისთვის;
მისამართი: თბილისი, რევაზ მარგიანის №2
ტელეფონი: 592 51 99 77