დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, სასწავლო ცენტრი – მერიდიანი

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია; ✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, სასწავლო ცენტრი – მერიდიანი

სასწავლო ცენტრი „მერიდიანი“ 2018 წლიდან ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა თავის სფეროში – აკადემიური მიდგომებით, სპეციალურად შექმნილი პროგრამებით, სწავლების ფორმით და სოლიდური პარტნიორებით.

ცენტრის დამფუძნებელი-ტატა ვეფხვაძე მრავალი წელია აკადემიურ საქმიანობას ეწევა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში, განათლების სამინისტროს მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ფლობს ინგლისური ენის სწავლების საერთაშორისო სერტიფიკატს ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.(CELTA), არის ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ), გრონინგენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია), ლონდონის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) სტიპენდიანტი, ასევე არაერთი ჯილდო და სერტიფიკატი აქვს მოპოვებული ინგლისური ენის სწავლების სფეროში.

სასწავლო ცენტრის ძირითადი პროგრამები და სწავლების მიმართულებები სწორედ ტატა ვეფხვაძის მიერ არის შემუშავებული

„ცენტრის მიზანია სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამების შედგენა, რაც პროფესიული ტერმინოლოგიის დაუფლებას უწყობს ხელს. ამგვარი მიდგომა ეფექტურს ხდის ენის შესწავლის პროცესს და ხელს უწყობს სტუდენტისთვის საინტერესო გარემოს შექმნას, ვინაიდან მას ეძლევა შესაძლებლობა, აიმაღლოს ენის დონე და ამავდროულად დაეუფლოს პროფესიულ ტერმინოლოგიას.

ჩვენს ძალიან კონკურენტულ გარემოში, საბაზისო ინგლისურის ცოდნა უკვე აღარ არის საკმარისი საქმიანი ადამიანებისთვის, სწორედ ამიტომ შევქმენით იურისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მენეჯერებისთვის, კერძო და საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური პროგრამები, რაც მათ ძალიან ეხმარება ადგილის დამკვიდრებაში, კარიერულ წინსვლაში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზიც, თუ რატომ ენდობიან „მერიდიანს“ საკმაოდ ცნობილი კომპანიები (სოკარი, თეგეტა მოტორსი-თეგეტა აკადემია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია, ფარმსახლი, ევოლუშენ ჯორჯია, სასტუმრო პარაგრაფი)- ამ პროგრამების დახმარებით მათი თანამშრომლები იმაღლებენ ენის ცოდნას,რომელიც აისახება მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე, დღეს ხომ ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია, არა მხოლოდ კონკრეტული საქმიანი ადამიანის, არამედ მთელი კომპანიისფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია. წარმატება და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა“ – ტატა ვეფხვაძე

სასწავლო ცენტრ „მერიდიანის“ სერვისები:

  • ინგლისური ენის კურსები კონკრეტული პროფესიული მიზნებისთვის, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის;
  • ადგილობრივი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების ვორკშოპები და ტრენინგები აკადემიურ სფეროში მოღვაწე პერსონალისთვის;
  • ცენტრი ასევე ამზადებს სტუდენტებს ეროვნული და საერთაშორისო გამოცდებისთვის;

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

მისამართი: თბილისი, რევაზ მარგიანის №2

ტელეფონი: 592 51 99 77

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!