წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ხელნაკეთი ბელგიური შოკოლადების კომპანია – Marishka’s Sweets
2021 წელს “Marishka’s Sweets” ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი ბელგიური შოკოლადების კომპანია გამოჩნდა, რომელიც ხარისხიან, კრეატიულ და თემატურ პროდუქციას აწარმოებს. კომპანიის უმთავრესი მიზანია, ყველა ტკბილეულის მოყვარულს, უმაღლესი ხარისხის ბელგიური შოკოლადებით ბედნიერება მიანიჭოს, გააოცოს და შთააგონოს ახალი, საინტერესო გემოებით .
„ჩემი კომპანია “Marishka’s Sweets” დასტურია ჩემი შოკოლადისადმი სიყვარულის. საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში განვავითარე და შემდგომში რეალურად ვაქციე ჩემი შოკოლადების დიზაინის საინტერესო სამყარო.
კომპანია Marishka’s Sweets შექმნის დღიდან აქტიურად ვთანამშრომლობ ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციის მიერ მოწყობილ კულტურულ ღონისძიებებში, ჯგუფურ გამოფენასა და გაყიდვებში, ასევე ვიღებ მონაწილეობებს, როგორც თბილისის ასევე რეგიონებში დაგეგმილ ფესტივალებში. კომპანია სეზონურად მუშაობს, განსაკუთრებით ვემზადებით საახალწლო, სააღდგომო, დედის დღისა და სარვამარტო დღესასწაულებისთვის. გვაქვს აგრეთვე საქორწინო და საიუბილეო, ფერადი ყვავილების შოკოლადის თაიგულები, რომელიც მომხმარებლებში დიდ მოწონებით სარგებლობს. ჩვენი მიზანია სამომავლოდ კომპანიის გაზრდა, უმაღლესი ხარისხის შენარჩუნება და შოკოლადის კიდევ უფრო მრავალფეროვანი დიზაინის შემუშავება“ – მარიამ ჯოხაძე, კომპანია “Marishka’s Sweets”-ის დამფუძნებელი
მის: ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალი, 25-ე კორპუსი, ბინა 119
ტელ : 599 435 060