დღის სიახლეებივაჭრობის სფეროსტარტაპებიქართული წარმოება

“ნუკი კოსმეტიკსი”-სიყვარულით ნუკისგან

0
გაზიარება


ცნობილმა ქართველმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა გადაწყვიტა საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის დაარსება. 2019 წლიდან ნუკიმ დაიწყო პროექტზე მუშაობა ხოლო 2020 წელს მან უკვე პირველი ბრენდირებული პომადა გამოუშვა. ტუჩსაცხმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მალევე ძალიან რთულად საპოვნელიც გახდა, მოკლედ რომ ვთქვათ ფურორი მოახდინა.
ტუჩსაცხის შემდეგ იყო ტონალური, რომელიც ყველა ტიპის კანის ფერს ერგება. გამოირჩევა მაღალი დაფარვით, თხელი სტრუქტურით. არ შეიცავს ზეთებს. მის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ისეთ ელემენტები, რომლებიც სახის კანს უფრო ატენიანებენ და ბუნებრივს ხდიან. სხვადასხვა პროდუქტების წარმოების შემდეგ “ნუკი კოსმეტიკსის” ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი სუნამო გახლდათ -სახელად “ნუკი-სიყვარულით ნუკისგან”. იდეის ავტორმა მამაკაცებზეც იზრუნა და მათთვისაც გამოუშვა სუნამო. ბრენდს წარმოდგენილი აქვს შემდეგი პროდუქტები, როგორიცაა: ჰაილაითერი. ტუჩის რბილი და მდგრადი ფანქრები,წამწამის და წარბის ტუშები, კორექტორები, კონსილერები.
დღესდღეობით “ ნუკი კოსმეტიკსი” ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. მან დიდი მოწონება დაიმსახურა არამარტო ქართველ, არამედ უცხოელ მომხმარებლებშიც. ბრენდის სტენდები განთავსებულია თბილისში,ქუთაისსა და ბათუმში

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!