როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, Google-ის შვილობილი კომპანია გეგმავს გაკოტრების გამოცხადებას, ვინაიდან რუსეთის მთავრობამ მისი საბანკო ანგარიშები გაყინა, რის გამოც ფინანსურ ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება. გაკოტრების შესახებ განაცხადი უკვე რუსეთის შესაბამის სამსახურშია დაფიქსირებული. თუმცა კომპანიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ Google-ი რუსეთში გააგრძელებს უფასო სერვისების – მათ შორის საძიებო სისტემის, YouTube-ის დაYouTube-ის ოპერირებას.
„რუსეთში ხალხი ჩვენს სერვისებს ეყრდნობა, რათა ხარისხიან ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა“, – განაცხადა Google-ის პრესსპიკერმა.
აღსანიშნავია, რომ Google-მა კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის წინააღმდეგ არაერთი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მსოფლიო საძიებო სისტემამ ყველა სახის სარეკლამო სერვისი რუსეთში ჯერ კიდევ მარტში შეზღუდა, ასევე აუკრძალა რუსულ სახელმწიფო მედიას YouTube-ით სარგებლობა. რუსეთმა კი გასულ თვეს Google News-ის ოპერირება აკრძალა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ „არაავთენტური ინფორმაციის გავრცელების გამო“