თუ ეძებთ სიმწვანესა და სიმშვიდეს თბილისთან ახლოს შეგიძლიათ ეწვიოთ „კისი გარდენს“, რომელიც თბილისიდან 75 კმ-ის მოშორებით, სოფელ კისისხევში მდებარეობს.
კისი გარდენი არის ადგილი, სადაც პრიორიტეტული სტუმარია და ყველაფერი მათი სიამოვნებისთვის იქმნება. სასტუმროში დაგხვდებათ 10 კომფორტული ნომერი აივნით, საიდანაც კავკასიონის შესანიშნავი ხედი იშლება.
თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ნივთით, რაც შეიძლება დაგჭირდეთ.
თანამედროვე და კომფორტული გარემოს გარდა, თქვენ გელოდებათ კახური სტუმართმასპინძლობა, სუფთა გარემო, აუზი, ღვინის დეგუსტაცია, საკონფერენციო სივრცე და დაუვიწყარი მოგონებები.
როგორც სასტუმროს მფლობელმა მანანა რუაძემ Geobusinessnews-თან საუბრის დროს აღნიშნა, კისი გარდენის განსაკუთრებული შეთავაზებებით არა მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. მათ შორის არის სასტუმროს აუზი, რომლით სარგებლობაც ყველას შეუძლია, სასტუმროში დარჩენის გარეშე. ასევე, ადგილზე არის სამზარეულო, რომელიც ქართული, ეროვნული კერძებით ყველას ხიბლავს.
მიუხედავად რთული პერიოდისა, რომელიც მსოფლიოს ყველა სასტუმრომ გადაიტანა, კისი გარდენმაც შეძლო ტურიზმის აღდგენასთან ერთად სტუმრებისთვის კომფორტული გარემო შეექმნა. კისი გარდენში ყოველი გატარებული დღე არის შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აღსავსე, რადგან სასტუმროს თანამშრომლები მუდამ ზრუნავენ დამსვენებელთა კომფორტსა და სიამოვნებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმრო ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ სახლ-მუზეუმთან ახლოს მდებარეობს, რომელსაც სასტუმროს ყველა სტუმარი სტუმრობს.
სასტუმროს ადმინისტაცია სამომავლოდ უფრო მეტი გასართობი სივრცის დამატებას აპირებს, რათა სტუმრებმა დასვენებასთან ერთად გართობაც შეძლონ. ასევე, სამომავლოდ იგეგმება ღია ტერასის მოწყობა, რათა შესაძლებელი გახდეს არაჩვეულებრივი ხედებით ტკბობა.