ბიზნესიკახეთიპარტნირებირეგიონებისასტუმროებიტურიზმი, დასვენება და გართობა

გაატარე შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დღეები კისი გარდენში

0
გაზიარება

თუ ეძებთ სიმწვანესა და სიმშვიდეს თბილისთან ახლოს შეგიძლიათ ეწვიოთ „კისი გარდენს“, რომელიც თბილისიდან 75 კმ-ის მოშორებით, სოფელ კისისხევში მდებარეობს.

კისი გარდენი არის ადგილი, სადაც პრიორიტეტული სტუმარია და ყველაფერი მათი სიამოვნებისთვის იქმნება. სასტუმროში დაგხვდებათ 10 კომფორტული ნომერი აივნით, საიდანაც კავკასიონის შესანიშნავი ხედი იშლება.

თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ნივთით, რაც შეიძლება დაგჭირდეთ.

May be an image of drink and body of waterთანამედროვე და კომფორტული გარემოს გარდა, თქვენ გელოდებათ კახური სტუმართმასპინძლობა, სუფთა გარემო, აუზი, ღვინის დეგუსტაცია, საკონფერენციო სივრცე და დაუვიწყარი მოგონებები.

როგორც სასტუმროს მფლობელმა მანანა რუაძემ Geobusinessnews-თან საუბრის დროს აღნიშნა, კისი გარდენის განსაკუთრებული შეთავაზებებით არა მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. მათ შორის არის სასტუმროს აუზი, რომლით სარგებლობაც ყველას შეუძლია, სასტუმროში დარჩენის გარეშე. ასევე, ადგილზე არის სამზარეულო, რომელიც ქართული, ეროვნული კერძებით ყველას ხიბლავს.

May be an image of indoor

 

მიუხედავად რთული პერიოდისა, რომელიც მსოფლიოს ყველა სასტუმრომ გადაიტანა, კისი გარდენმაც შეძლო ტურიზმის აღდგენასთან ერთად სტუმრებისთვის კომფორტული გარემო შეექმნა. კისი გარდენში ყოველი გატარებული დღე არის შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აღსავსე, რადგან სასტუმროს თანამშრომლები მუდამ ზრუნავენ დამსვენებელთა კომფორტსა და სიამოვნებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმრო ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ სახლ-მუზეუმთან ახლოს მდებარეობს, რომელსაც სასტუმროს ყველა სტუმარი სტუმრობს.

სასტუმროს ადმინისტაცია სამომავლოდ უფრო მეტი გასართობი სივრცის დამატებას აპირებს, რათა სტუმრებმა დასვენებასთან ერთად გართობაც შეძლონ. ასევე, სამომავლოდ იგეგმება ღია ტერასის მოწყობა, რათა შესაძლებელი გახდეს არაჩვეულებრივი ხედებით ტკბობა.

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი   წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ…

7 სექტემბერს მხატვარ მიხეილ ფანჯიკიძის პერსონალურ გამოფენა გაიმართება

7 სექტემბერს მხატვარ მიხეილ ფანჯიკიძის პერსონალურ გამოფენა სახელწოდებით, "IMPRESSIONE" გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება 90-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!