დღის სიახლეებიაჭარაეკონომიკამოგზაურობარეგიონებისაინტერესო სიახლეები

აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

0
გაზიარება

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ კი, დღეს მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას რეგიონში ტურიზმის განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი და დადებითი დინამიკაა და 2022 წლის I კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები უკვე 2019 წელთან შედარებით 51%-ითაა აღდგენილი.

მისი თქმით, ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება აქტიურად ხდება. „აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემით, აეროპორტში ფიქსირდება +30% მატება 2019 წელთან შედარებით. 2022 წლის ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 300-მდე საერთაშორისო რეისი განხორციელდება, 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, 12 ქვეყნიდან. წელს რეგიონში შემოვიდა 5 ახალი ავიაკომპანია : Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways.

წელს პირველად რიგადან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდა.

ივნისიდან იწყება პირდაპირი რეისები ბათუმი-დუბაისა და საუდის-არაბეთის მიმართულებით, განახლდება ფრენები ბაქოს მიმართულებით, დაემატა რეისები ისრაელიდან, შესრულდება რეისები ტაშკენტიდანაც.

აჭარის პოპულარიზაცია 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება. რეგიონს დაემატა 100-ზე მეტი ახალი განთავსების თუ კვების ობიექტი.

„მთავარი პოლიტიკა და სტრატეგია მდგრადი ტურიზმის განვითარება და აჭარის რეგიონის ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მისაღწევად ერთის მხრივ, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია და რეგიონში სერვისების ამაღლების ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, და მეორე მხრივ, იგეგმება და ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!