აჭარადღის სიახლეებიეკონომიკარეგიონებიტურიზმი, დასვენება და გართობა

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს იტალიაში გაეცნენ

0
გაზიარება

აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს იტალიაში, ბერგამოს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ.

გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან ქართული ღვინის, ჩირეულის, ყველისა და ჩურჩხელის დაგემოვნების, ასევე ქართული ფოლკლორის ნახვის საშუალება ჰქონდათ. აჭარის და ზოგადად, საქართველოს იტალიაში პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ქედის მერიის წარმომადგენლებთან ერთად უწევდა. ქართული ფოლკლორი იტალიაში არსებულმა ქართველი ემიგრანტების ანსამბლმა „სტუდია ჯორჯია“ წარმოადგინა. გამოფენა ძირითადად ორიენტირებული იყო ეკო და სოფლის ტურისტულ პროდუქტებზე. მასში იტალიის ცალკეულ რეგიონებთან და ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდა ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაცია, რომლის წევრიცაა აჭარა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წლის ბოლომდე გააგრძელებს. ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 20 ქვეყანაში განხორციელდა. მათ შორისაა ბერლინის, ისრაელის, მადრიდის, მილანის და სხვა ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენები.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!