ბიზნესიდღის სიახლეებიკვებარაჭა-ლეჩხუმი

ამბროლაური “გემო ფესტს” უმასპინძლებს

0
გაზიარება

ამბროლაური “გემო ფესტს” უმასპინძლებს. ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ პარკში 26-27 აგვისტოს გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები.  ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ღვინოც. მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები.

ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  (GIZ) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარება.

ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან:  სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და  ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.

პროექტის ფარგლებში გამოცდილი შეფ-მზარეულები რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სოფლებს ეწვივნენ და ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს კერძების შერჩევასა და  ვიზუალურ გაფორმებაში დაეხმარნენ. მონაწილე ოჯახებისა და კვების ობიექტებისთვის  ტრენინგები გაიმართა ფესტივალისთვის საჭირო უნარებში, როგორიცაა: სისუფთავის ნორმების დაცვა, სწრაფი მომსახურება, ფასწარმოქმნა და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!