დღის სიახლეებიტექნოლოგიებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

Apple iPhone 14-ის წარმოების ზრდის გეგმაზე უარს ამბობს

0
გაზიარება

დაბალი მოთხოვნის გამო, Apple-მა iPhone 14-ის წარმოების ზრდის გეგმაზე უარი თქვა. Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-ის მთავარმა კონტრაქტორმა კომპანიებმა – Foxconn-მა და TSMC-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეტყობინება უკვე მიიღეს.

ანალიტიკოსები iPhone 14-ზე მოთხოვნის ზრდას მოელოდნენ და სწორედ ამისთვის კომპანიამ წლიური წარმოების დამატებით 12 მილიონი ერთეულით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა წინასწარი შეკვეთების სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ Apple-ის ახალ ფლაგმანზე მოთხოვნა იმაზე გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ამას კომპანიის წარმომადგენლობა მოელოდა.

ექსპერტების შეფასებით, სმარტფონებზე დაბალი მოთხოვნა გლობალური მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესებითაა განპირობებული. მაღალი ინფლაციისა და სამომხმარებლო ხარჯების მკვეთრად ზრდის ფონზე, პოტენციურ მომხმარებელთა ნაწილი ახალი iPhone-ის შეძენისგან თავს იკავებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რუსეთისა და უკრაინის მასშტაბით Apple-ის პროდუქციის რეალიზაციის შეზღუდვის საკითხიც, რაც, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება გაყიდვებზე.

გარდა ამისა, ხაზგასასმელია ისიც, რომ ახალმა iPhone 14-მა ექსპერტების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ის ტექნიკური მახასიათებლებით პრაქტიკულად არ განსხვავდება წინამორბედი iPhone 13-ისგან, რაზეც შეკვეთების დაბალი მაჩვენებელიც მიუთითებს.

მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კომპანია 90 მილიონი ერთეული სმარტფონის წარმოებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!