დღის სიახლეებისიახლეები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ვაჭრობა 44.7%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

თბილისში დღეს, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმი იმართება, რომელსაც 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი თბილისში, ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები დღეს, 17 მარტს უნდა დასრულდეს და განისაზღვროს სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი ოფიციალური ხელმოწერისთვის მზად იქნება.

2023 წლის იანვარში საამიროებთან სავაჭრო ბრუნვამ 25 876 090 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 44,7%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 17 883 680 აშშ დოლარი იყო.წლიურად გაზრდილია როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი.მიმდინარე წლის იანვარში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3 203 440 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იმპორტმა 22 672 650 აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით 5 იმპორტირებული პროდუქტი საამიროებიდან იყო:

  1. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 155 208 310 აშშ დოლარი;
  2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 20 248 690 აშშ დოლარი;
  3. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 12 061 650 აშშ დოლარი;
  4. მსუბუქი ავტომობილები – 11 357 270 აშშ დოლარი;
  5. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი – 5 690 470 აშშ დოლარი.

5 ექსპორტირებული პროდუქტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო:

  1. მსუბუქი ავტომობილები – 11 187 110 აშშ დოლარი;
  2. ნაქსოვი ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები – 2 100 580 აშშ დოლარი;
  3. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 1 896 430 აშშ დოლარი;
  4. ცხვრები და თხები ცოცხალი – 1 494 750 აშშ დოლარი;
  5. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები – 1 167 580 აშშ დოლარი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!