დღის სიახლეებიეკონომიკარეგიონებისპორტი

ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

0
გაზიარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2022-2023 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, ვიზიტორებს ახალ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს.

2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. 2023 წლამდე კი ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული განახორციელოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები. დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. დიდველი, კოხტა-მიტარბის არეალში კი აქტიურად მიმდინარეობს 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტი ფარგლებში აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. ასევე გაკეთდა ახალი ტურისტული სათხილამურო გზები. შეძენილია ახალი სპეც-ტექნიკა (თოვლსატკეპნი, თოვლმავლები და სხვა). 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასატარებელია 30 შეჯიბრი, 7 სახეობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ განხორციელებული პროექტები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

კურორტ გუდაურში ვიზიტორებს 2022-2023 წლის სათხილამურო სეზონზე ორი ახალი საპირფარეშო დახვდება. აშენდა ორი ახალი საოპერატორო შენობა ნაგებობა.

გოდერძიზე დასრულდა ახალი საოპერატორო შენობისა და სალაროს მშენებლობა, რომელიც 2022-2023 წლის სეზონზე სრულყოფილად იფუნქციონირებს.

ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სპეც-ტექნიკას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.

სერვისის გაუმჯობესების მიზნით კურორტის მომსახურე პერსონალი: საბაგიროს მემანქანე ოპერატორები, ელექტრიკოსები, მოლარეები, მაშველები- კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადდნენ.

სვანეთში ჰაწვალის მთაზე მიმდინარეობს ახალი სათხილამურო ტრასების პროექტირება და მულახი-თეთნულდის დამაკავშირებელი საბაგიროს კვლევითი და საპროექტო სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!