ბიზნესიდღის სიახლეებიპარტნირები

ბენე აკადემია ამზადებს პროფესიონალ მძღოლებს თქვენი უსაფრთხოებისთვის

0
გაზიარება

ბენე ექსკლუზივი ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი სატრანსპორტო კომპანიაა. ბენე ექსკლუზივი უდავო ლიდერია სტუმარ-მასპინძლობისა და მგზავრთა გადაადგილების სფეროში. კომპანია 2017 წელს დაარსდა და საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი და პროფესიონალური დამოკიდებულების დამსახურებით მოახერხა, ბაზარზე მალევე დაემკვიდრებინა თავი. ბენე ექსკლუზივმა ოპერირება 2 ავტომობილით დაიწყო და გაიზარდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ადამიანური რესურსით და დღესდღეობით კომპანიის ავტოპარკი 100-ზე მეტ ავტომობილს, 200 – ზე მეტი თანამშრომელს და 100 – ზე მეტ პარტნიორ კომპანიას ითვლის. ავტოპარკის მრავალფეროვნება კომპანიას საშუალებას აძლევს ერთდროულად 2000 – ზე მეტი მგზავრის ტრანსპორტირება მოახდინოს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ბენე ექსკლუზივის უპირატესობა და წარმატების საიდუმლო არის სწორი მენეჯმენტი, კადრების გონივრული მართვა და საქმიანობის ყველა რგოლის ეფექტური გადანაწილება.

ბენე ექსკლუზივის სახელს უკავშირდება რამდენიმე წარმატებული პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი ბენე აკადემიაა. ბენე აკადემია სასწავლო პროგრამაა, რომელიც მოიცავს, თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.

სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში მძღოლის გამოცდილება და პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს.სწორედ ამიტომ, ბენე აკადემიის სასწავლო კურსის მიზანია  მოამზადოს/გადაამზადოს მძღოლები და გააცნოს დარგში არსებული თანამედროვე სტანდარტები, აუმაღლოს მათ კვალიფიკაცია, შესძინოს მძღოლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, გაუღრმავოს ცოდნა ინგლისურ ენაში და გახადოს ისინი კონკურენტუნარიანები.

სასწავლო პროგრამა შედგება 15 სალექციო  კურსისგან, რომელიც 3 თვე გრძელდება. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ არის 1 კვირიანი პრაქტიკა, სადაც თეორიულ ცოდნას მონაწილეები ბენე ექსკლუზივის ავტოპარკის სხვადასხვა ავტომობილებით სპეციალიზირებულ ავტოდრომზე, სადაც პრაქტიკული გამოცდა უტარდებათ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღე იცვლება ვითარება ტურისტულ სფეროში და მომსახურება უფრო მეტად აქტუალური ხდება, ბენე აკადემია ცდილობს შესთავაზოს  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჩაერთოს ამ საინტერესო ინდუსტრიაში,  აიმაღლოს კვალიფიკაცია და გახდეს პროფესიონალი, სერტიფიცირებული მძღოლი, ამასთანავე საშუალებას ვაძლევთ შეითავსოს გიდის ფუნქციებიც. „ – განაცხადა ნესტან მახარაშვილმა Geobusinessnews-სთან საუბრის დროს.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის, დასაქმების პროგრამა.  კურსის წარმატებულ მონაწილეებს ბენე ექსკლუზივი კომპანიაში დასაქმებას სთავაზობს და მინიმუმ ორწლიან  კონტრაქტს უფორმებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!