BOLDI – სამკერვალო სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული და სანდო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და ამ დროის მანძილზე უკვე დაიმსახურა მომხმარებელთა ნდობა და პატივისცემა. კომპანია BOLDI-ს ძირითადი საქმიანობა სამკერვალო, ბეჭდვითი და ქარგვითი მომსახურებაა. ასევე, ემსახურებიან დიზაინერებს საკუთარი ბრენდის პროდუქციის წარმოებაში.
კომპანია სხვადასხვა სახეობის უნიფორმებს აწარმოებს, შეკვეთების მიხედვით. ძირითადი პროდუქცია არის სასტუმროების, კაფე-ბარების, საწარმოების, სამედიცინო დაწესებულებების, უნივერსიტეტებისა და სასკოლო უნიფორმები.
დღემდე BOLD-ს არაერთ ცნობილ და წარმატებულ პროექტზე უმუშავია, მათ შორის არის კულინარიული გადაცემა „მასტერშეფი’’, სადაც მონაწილეები „BOLDI“ მიერ შეკერილი უნიფორმებით ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს.
მიუხედავად უამრავი წარმატებისა, კომპანიისთვის პრობლემა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, რაც გამოწვეულია ახალგაზრდების მხრიდან კერვისადმი ნაკლები ინტერესით. პრობლემის აღმოსაფხვრელად BOLDI-მ და World Vision საქართველომ წამოიწყო ერთობლივი პროექტი, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით განხორციელდა.
‘’პროფესიული სასწავლებელი ფაქტობრივად არ არსებობს, ვინც შეასწავლის უშუალოდ კერვას ან ქარგვას. აქედან გამომდინარე, საწარმოებს გვიწევს კადრების გადამზადება, რომ შეძლონ დასაქმება და მუშობა.
ჩვენ დავამატეთ ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მოიცავს კერვის, ქარგვისა და სხვა საჭირო საქმიანობების შესწავლას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კურსის სრულად გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი, წარმატებულ კურსდამთავრებულებს ვეხმარებით დასაქმებაში‘’- განაცხადა BOLDI-ს ხელმძღვანელმა გვანცა დანელიამ.
კომპანიას რამდენიმე მიმართულება აქვს:
- ტანსაცმლის წარმოება – BOLDI.ge;
- პროფესიული სასწავლებელი – www.fb.com/BOLDI.ge
- საკუთარი ბრენდის პროდუქციის წარმოება – www.NEWTORSO.com;
‘’ძირითადი აქცენტი გვაქვს ევროპის ბაზარზე და გვინდა რომ საექსპორტო პროდუქცია შევქმნათ. აქტიურად ვმუშაობთ ხარისხის სტანდრატის დანერგვასა და აისო სტანდარტების სერტიფიკატის აღებაზე, რის შემდეგაც გვსურს უცხოური ბრენდების შემოყვანა საქართველოში, რომელთა პროდუქციის წარმოებასაც შევძლებთ ადგილზე და შემდეგ გავგზავნით. „
კომპანია BOLDI-ს აქვს ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მათ მიერ შექმნილი პროდუქცია და დაუკავშირდეთ შესაკვეთად. გარდა ამისა, კომპანიის სამომავლო გეგმებში უცხოურ გამოფენებში მონაწილეობის მიღება და პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანაა, რაც ხელს შეუწყობს მათ საერთაშორისო წარმატებას.
სტატიის ავტორი : ნანა ჩადუნელი