ბიზნესიდღის სიახლეებიქართული წარმოება

“ბუტრანა” პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

0
გაზიარება

კომპანია “ბუტრანა” პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” “ბუტრანას” დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა  განაცხადა, შესაძლებელია პროდუქციის გატანა მეზობელ ქვეყნებში მოხდეს, თუმცა, ეს შედარებით გრძელვადიანი გეგმაა.

აღნიშნული გეგმის ნაწილია იმ სტანდარტების დანერგვა, რასაც კომპანია უკვე აქტიურად ახორციელებს.

როგორც ხატიაშვილი აღნიშნავს, „ბუტრანას“ მერძეული ფერმა ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც საწარმოო პროცესში „გეო გაპ” სტანდარტი დანერგა. ეს არის ადგილობრივი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს უვნებელი, ხარისხიანი და მიკვლევადი რძის წარმოებას.

კომპანია  2019 წლიდან სერტიფიცირებულია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივი აღიარების სერტიფიკატითაც.

ხატიაშვილის ინფორმაციით, საწარმოში ინერგება ISO 22000 -ის სტანდარტი, რომელიც  ადგენს მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე დაგეგმილია ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისება, უკვე ამის შემდეგ მოხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანაც. 2023 წლისთვის დაგეგმილია საფირმო მაღაზიის და რესტორნის გახსნაც.

შეგახსენებთ, „ბუტრანამ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა  მიმდინარე წლის აპრილში გახსნა. საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონი ლარია.

ამჟამად კომპანია 20 დასახელების ყველს აწარმოებს,სამომავლოდ, დაგეგმილია ასორტიმენტის 30-მდე გაზრდა. მათ შორის, უკვე იწარმოება საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.

კომპანია ყველის გარდა,  ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!