ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკა

Costa Coffee-მ საქართველოში პირველი ფილიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნა

0
გაზიარება

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანიამ Costa Coffee, რომელიც უმაღლესი ხარისხის ყავის წარმოების 50-წლიანი გამოცდილებით გამოირჩევა, საქართველოში პირველი ფილიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნა.

Costa Coffee საქართველოში მომხმარებლებს თავისი უნიკალური ცხელი და ცივი ყავის ფართო არჩევანს სთავაზობს. ასევე, Costa Coffee-ის მენიუშია ცხელი შოკოლადი, ჩაი, ცივი ფრაპე და ლიმონათი. სტუმრებს შეუძლიათ, დააგემოვნონ სენდვიჩები, სხვადასხვაგვარი წასახემსებლები, ნამცხვრები და ქართული კულტურის შთაგონებით მომზადებული ადგილობრივი დელიკატესების ფართო ასორტიმენტი.  „სასიხარულოა, რომ ცნობილი ბრენდი Costa Coffee საქართველოში მოღვაწეობას იწყებს სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს, დააგემოვნოს ძალიან გემრიელი ყავა. განხორციელდა 500 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია“, – განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.Costa Coffee-ის პირველი ქართული მაღაზია, რომელსაც ოპერირებას TAV Airports-ის შვილობილი კომპანია BTA გაუწევს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალში 287 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარეობს.  TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია BTA დღეში 75 ათასზე მეტ ადამიანს მასპინძლობს 8 ქვეყნის 17 აეროპორტის 200-ზე მეტ მაღაზიაში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!