საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასიახლეები

ელექტროსკუტერების კომპანია “ქიქი” დაიხურა – დამფუძნებელი ინვესტორს ეძებს

0
გაზიარება

2021 წლის ზამთარში ელექტროსკუტერების რეალიზატორმა ქართულმა კომპანია “ქიქიმ” ბაზარზე ოპერირება შეწყვიტა. როგორც მისი დამფუძნებელი ნიკო პაპაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, პანდემიამ ბიზნესი სრულად დააზარალა და ახლა ის ინვესტორს ეძებს, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ჯერ ინვესტორი არ ჩანს.

“გასულ წელს ინვესტორებთან მოლაპარაკება გვქონდა, თუმცა უშედეგოდ. ახლა ინვესტორის გამოჩენის მოლოდინში ვართ. ისინი საქართველოში შემოსვლას ეკონომიკური არასტაბილურობის გამო ამ ეტაპზე ვერ რისკავენ. ელექტროსკუტერებს კი შეკეთება უნდა, რაც დროის გასვლასთან ერთად უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის ძველდება.

ახლა ზაფხულის სეზონის გამო ელექტროსკუტერების გასაშვებად იდეალური დროა, თუმცა რადგან ბოლო ორ წელში სექტორში კონკურენცია გაიზარდა, ჩვენი პარკიც რაოდენობრივად უნდა გაიზარდოს, რისი ფულადი სახსრებიც მე და ჩემს ბიზნესპარტნიორს არ გვაქვს. ეს კი ბაზარზე დაბრუნებაში ხელს გვიშლის, ამ ეტაპზე კომპანიის ბალანსზე ჯამში 300 ელექტროსკუტერია.” – განაცხადა BMG-სთან ნიკო პაპაშვილმა.

პაპაშვილის თქმით, როგორი ფორმით მოხდება ინვესტორსა და კომპანიას შორის ურთიერთობა, ეს ორ მხარეს შორის შეთანხმებით გადაწყდება. 

კომპანია “ქიქი” ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!