ბიზნესიდღის სიახლეებივაჭრობის სფერო

„ევროპროდუქტი“ რე|ბანკის პარტნიორია

0
გაზიარება

რე|ბანკის პარტნიორების რიცხვს მარკეტების ქსელი, ევროპროდუქტი შეუერთდა, სადაც წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი.

რე|ბანკის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ ევროპული, მაღალი ხარისხის პროდუქტები ევროპროდუქტის ნებისმიერ ფილიალში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ბაკურიანსა და თელავში.

ტოპ|ქარდით გადახდილი თანხა 3 ტოლ ნაწილად გაიყოფა, გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად. უფრო მეტიც, 31 აგვისტოს ჩათვლით ევროპროდუქტის ქსელში ტოპ|ქარდით გადახდაზე 10% ქეშბექის სახით დაბრუნდება.
თანხის გადანაწილების პირობა იმოქმედებს ფასდაკლებულ პროდუქტებზე და ასევე, ლოიალობის ბარათის გამოყენების შემთხვევაშიც.

ევროპროდუქტთან დამეგობრება რე|ბანკის დაბადების დღის აქციას დაემთხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 აგვისტოს ჩათვლით, დანახარჯი გადანაწილდება სტანდარტულ პირობას +3 თვეზე, ანუ 6 თანაბარ ნაწილად.
რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლის აღება სრულიად უფასოა. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტით სასურველი ნივთის შეძენისას ხარჯები რამდენიმე თვეზე ნაწილდება, ყოველგვარი ნამატის გარეშე.
ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა, რომელიც ერთხელ მტკიცდება და მისი გამოყენება შეუზღუდავადაა შესაძლებელი. დამტკიცებული თანხის განაღდება საქართველოში და საზღვარგარეთ ნებისმიერი ბანკომატიდან არის შესაძლებელი.

რე|ბანკის პარტნიორი მაღაზიების სია ყოველდღიურად იზრდება, უკვე 2,000-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში ნაწილდება ხარჯები გონივრულად, ესენია: აფთიაქები, სუპერმარკეტები თუ ბენზინგასამართი სადგურები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა.

ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი პარტნიორ მაღაზიებში თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525.

ტოპ|ქარდის მოთხოვნა შესაძლებელია ონლაინ: ასევე, რე|ბანკის ფილიალებსა და გაყიდვის წერტილებში: https://rebank.ge/services
ბარათის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულებას არაფერი ემატება და 6 თვეზე თანაბრად ნაწილდება. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალით გადახდისას ან ონლაინ, საქართველოში თუ საზღვარგარეთ.

ევროპროდუქტის ფილიალები იხილეთ აქ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!