დღის სიახლეებისიახლეები

Forbes- ის 2023 წლის რეიტინგში 77 ქვეყნიდან მსოფლიოს უმდიდრესი 2640 მილიარდერი მოხვდა

0
გაზიარება

2023 წელს იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც ყველაზე მეტი მილიარდელი ჰყავს ორი ახალი ქვეყანა – სომხეთი და პანამა შეემატა, რომელთაგან თითოეულს დაემატა ერთი მილიარდერი: სტენლი მოტა, პანამელი ინვესტორი და რუბენ ვარდანიანი, სომეხი საინვესტიციო ბანკირი და პოლიტიკოსი. ამ უკანასკნელმა თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში მოიპოვა და მასზე უარი გასულ წელს თქვა. 2022 წელს აღნიშნული სიიდან ის ამოვარდა და ერთი წლის მერე დაბრუნდა.

10 ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მეტი მილიარდერი ჰყავს:

(რეიტინგში ნაჩვენები წმინდა ღირებულება არის 2023 წლის 10 მარტის მონაცემებით)

  1. ამერიკის შეერთებული შტატები

735 მილიარდერი (გასულ წელსაც 735)

მთლიანი წმინდა ქონება: 4,5 ტრილიონი დოლარი (200 მლრდ დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანი: ილონ მასკი , წმინდა ქონება: 180 მლრდ დოლარი

  1. ჩინეთი

495 მილიარდერი (გასულ წელს 539)

მთლიანი წმინდა ქონება: 1.67 ტრილიონი დოლარი (300 მლრდ დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანი: ჩონგ შანშანი , 68 მლრდ დოლარი

  1. ინდოეთი

169 მილიარდერი (შარშან 166)

მთლიანი წმინდა ქონება: 675 მლრდ დოლარი (75 მლრდ დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანი: მუკეშ ამბანი , 83,4 მლრდ დოლარი

  1. გერმანია

126 მილიარდერი (შარშან 134)

მთლიანი წმინდა ქონება: 585 მლრდ დოლარი (23 მლრდ დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანი: დიტერ შვარცი , 42,9 მლრდ დოლარი

  1. რუსეთი

105 მილიარდერი (გასულ წელს 83)

მთლიანი წმინდა ქონება: 474 მლრდ დოლარი (154 მილიარდი დოლარით მეტი)

უმდიდრესი ადამიანი: ანდრეი მელნიჩენკო , 25,2 მლრდ დოლარი

  1. ჰონგ-კონგი

66 მილიარდერი (შარშან 67)

მთლიანი წმინდა ქონება: 350 მლრდ დოლარი (33 მლრდ დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანი: ლი კა-შინგი , 38 მლრდ დოლარი

  1. იტალია

64 მილიარდერი (შარშან 52)

მთლიანი წმინდა ქონება: 216 მლრდ დოლარი (21 მილიარდი დოლარით მეტი)

უმდიდრესი ადამიანი: ჯოვანი ფერერო , 38,9 მლრდ დოლარი

  1. კანადა

63 მილიარდერი (შარშან 64)

მთლიანი წმინდა ქონება: 245 მლრდ დოლარი (63 მლრდ დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანი: დევიდ ტომსონი , 54,4 მლრდ დოლარი

  1. ტაივანი

52 მილიარდერი (შარშან 51)

მთლიანი წმინდა ქონება: 136 მლრდ დოლარი (15 მილიარდი დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანები: ლინ შუ-ჰონგი , ჟანგ კონგიუანი (თითოეულს 7,8 მლრდ დოლარი)

10. დიდი ბრიტანეთი

52 მილიარდერი (შარშან 50)

მთლიანი წმინდა ქონება: 202 მლრდ დოლარი (2 მლრდ დოლარით მეტი)

უმდიდრესი ადამიანი: ჯეიმს რეტკლიფი, 22,9 მლრდ დოლარი

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!