ბიზნესიდღის სიახლეებივაჭრობის სფერომეღვინეობა

ღვინის ექსპორტის კლების ტემპი შენელდა

0
გაზიარება

ღვინის ექსპორტის კლების ტემპი შენელდა. 7 თვის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე 121 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც მხოლოდ 2.9%-ით ნაკლებია 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთია, 72.2 მილიონით რუსეთზე მთლიანი ექსპორტის 59.6% მოდის. მეორე ადგილზეა პოლონეთი – 8.6 მლნ შემოსავლით, ხოლო მესამეზე ჩინეთი 8 მილიონით.

ხუთეულში შედიან ყაზახეთი 5.13 მლნ და უკრაინა 4.9 მლნ დოლარით. 27.7%-იანი ზრდაა აშშ-ის ბაზარზე, საიდანაც ღვინის ექსპორტის შემოსავალმა 3.143 მლნ დოლარი შეადგინა. ამ ბაზარს სტრატეგიულ ბაზრად განიხილავენ საქართველოში. სამიზნე მაჩვენებელია, რომ 2025 წლისთვის, ამერიკის საექსპორტო ბაზარზე გაყიდვებმა 5 მილიონ ბოთლს მიაღწიოს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!