დღის სიახლეებიაჭარავაჭრობის სფერომარკეტინგი და გაყიდვები

“ჰიუნდაი ავტო საქართველოს” ახალი ფილიალი ბათუმში

0
გაზიარება

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბათუმში ახალ ფილიალს ხსნის. კომპანიის დირექტორის, დავით გიორგობიანის განცხადებით, ბათუმის ფილიალში სტანდარტულად შოურუმიც იქნება და სერვის ცენტრიც.

„დასავლეთ საქართველოში ჩვენ ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, რომლებსაც გაყიდვების შემდგომი მომსახურება სჭირდებათ და ჩვენ ვცდილობთ, მათ შევუქმნათ ის კომფორტი, რომ დროის ეკონომიის მიზნით, მარტივად შეძლოს ავტომობილის შერჩევა და მომსახურების მიღება. შესაბამისად, ჩვენც ამ მიმართულებას მივყვებით“, – განაცხადა დავით გიორგობიანმა BMG-სთან.

რაც შეეხება ბრენდის საქართველოში პოპულარიზაციას, გიორგობიანი ამბობს, რომ „რიცხვები არ იტყუება“.

„წლიდან წლამდე ჩვენი ბაზრის წილი არის ზრდადი, თუმცა სიტუაციის მიხედვით ცვალებადი. ახალი ავტომობილების ქართულ ბაზარზე „ჰიუნდაის“ წილი დაახლოებით 20%-ია“, – განაცხადა გიორგობიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში დაახლოებით 33 000 „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილია დარეგისტრირებული.   

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!