დღის სიახლეებისიახლეები

იანვარში 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს დასაქმებულთა 23,3% იღებდა

0
გაზიარება

PMCG კვლევითი ცენტის დასაქმების თრექერის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

PMCG-ის მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალისა და მიმდინარე წლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა 2023 წლის მესამე კვარტალში 600 ლარამდე ხელფასი 169 000 ადამიანს ჰქონდა.

19 თებერვალს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანების საკანონმდებლო ინიციატივას.

კომიტეტმა პროფკავშირების საკანონმდებლო წინადადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს დათქმით, რომ მანამდე მოხდეს მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გატანა და განხილვა.

პროფკავშირების ინიციატივით, მინიმალური ხელფასის ნიშნული 636 ლარი უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!