დღის სიახლეებისიახლეები

ინდოელმა მაგნატმა ცოლისთვის ქონების გაზიარებაზე უარი თქვა და ამერიკიდან საცხოვრებლად სოფელში გადავიდა

0
გაზიარება

გლობალური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Zoho-ს დაარსების შემდეგ, შრიდჰარ ვემბუ სილიკონის ველიდან, სადაც ის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა, სამხრეთ ინდოეთის მხარეს მდებარე ერთ-ერთ სოფელში გადავიდა. შრიდჰარი სოფელში ღარიბი ოჯახების ბავშვებთან მუშაობს და გეგმავს მათ პროგრამირება პროფესიონალურ დონეზე ასწავლოს. ბიზნესმენის ცოლი, ვისთანაც მაგნატს განქორწინება სურს, ამტკიცებს, რომ ვემბუმ ის და მისი აუტისტი ვაჟი მიატოვა, საკუთარი წილის მიღებაში კი ხელს უშლის.

შრიდჰარ ვემბუ სან-ფრანცისკოში 20 წელზე მეტხანს ცხოვრობდა. ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, Zoho-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, რომელიც Forbes-ის მიერ თითქმის 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, კალიფორნია ცოტა ხნის წინ დატოვა ტამილ ნადუს სოფელ მატალამპარაიში დასახლდა.

ამგვარმა ქმედებამ მაგნატს დიდება მოუტანა. ის ჟურნალ Forbes India-ს გარეკანზე დაიბეჭდა და იწერებოდა ვრცელი სტატიები, სადაც მიმოხილული იყო “მისი ხედვა სოფლიდან”. 2021 წელს ვემბუს მიენიჭა ინდოეთის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო.

თუმცა, მისი ცოლი პრამილა შრინივაშანი, რომელთანაც ის თითქმის 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, განსხვავებული შეხედულებისაა. მისი თქმით, ვემბუ ინდოეთში 2020 წლის დასაწყისში გაემგზავრა და მას შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა.ქალი ამტკიცებს, რომ უემბუმ განზრახ განკარგა Zoho-ს აქციები იმგვარად, რომ მას და შვილს არაფერი რგებოდათ.

შრინივაშანმა Forbes-თან სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა, მაგრამ მისი ადვოკატი ჯონ ფარლი აცხადებს, რომ ინდოელი მაგნატი ვალდებული იყო გარიგებები გამჭვირვალედ დაედო და პროცესში მეუღლეც ჩაერთო.

დღევანდელი მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ვემბუ Zoho-ს თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე მართავს, დოკუმენტების თანახმად, კომპანიის უმეტეს ნაწილს მისი და რადა და ძმა -სეკარი ფლობენ.

რადა Zoho-ს 47,8%-იან წილს ფლობს, რომელიც ამჟამად 2.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. სეკარი კი 35.2%-იან წილს, რაც 1.6 მილიარდი დოლარია.

ოჯახი ამჟამად სულ მცირე 4 მილიარდი დოლარით Forbes-ის რეიტინგში ინდოეთის 100 უმდიდრეს ოჯახს შორის 48-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!