მშენებლობადღის სიახლეები

ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონო სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს

0
გაზიარება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროსთან იმყოფებოდა, სადაც უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი მიმდინარეობს.

ფეისბუქ ლაივში ჩართვისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით და ყოველგვარი დამატებითი სართულის გარეშე აშენდება.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებს უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის მიმართ ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება ექნებათ.

„ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ამ კონკრეტულ მშენებლობასთან დაკავშირებით. პატარა სასტუმროს მშენებლობის პროექტი ჰქონდათ წარმოდგენილი და გაიცა ნებართვა პროექტზე, რომელიც არსებულ განაშენიანებასა და ურბანულ ქსოვილში თავისუფლად ჯდებოდა. მშენებლობის დროს აღმოვაჩინეთ, რომ არასწორად მიმდინარეობდა მშენებლობა, უკანონოდ დამატებული იყო ერთი სართული. მე საზოგადოებას მივეცი პირობა, რომ მშენებლობა დასრულებოდა იმ ფორმით, რაც იყო შეთანხმებული. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს გვიხარია, ვიღაცას რომ მშენებლობას ვუჩერებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის და წესების ფარგლებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ძველ თბილისზე.

ბარათაშვილის ქუჩაზე ეს ისტორიული გალავანი რამდენად მნიშვნელოვანია და საინტერესოა ქალაქისთვის, ამას, ვფიქრობ, ახსნა-განმარტება არ სჭირდება. შესაბამისად, აქ მშენებლობა ამ ფორმით ვერ დასრულდებოდა და ჩვენ მივეცით პირობა თბილისელებს, რომ აუცილებლად მოიხსნებოდა ის ზედმეტი სართული. ახლა აქ დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, გვქონდა კომუნიკაცია მფლობელებთან და შევთანხმდით. მიხარია, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას და ზედმეტი ერთი სართულის დემონტაჟი მოხდა.

ჩვენ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობა თაღლითურად განხორციელდეს. ყოველთვის ვიდგებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი სამსახურების მხრიდან იქნება რეაგირება. სამართლიანობა და თანასწორობა კანონის წინაშე ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩვენ ასე ვმოქმედებთ, ასე ვმოქმედებდით წარსულშიც და ასე ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!