ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა 2020 წლიდან ზრუნავს საქართველოში სტომატოლოგებისა და პაციენტების უფლებათა დაცვისთვის. ლიგა უკვე ათასზე მეტ სტომატოლოგსა და სტომატოლოგიურ კლინიკას აერთიანებს.
ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის პრეზიდენტმა ირინა ბერკაცაშვილმა Geobusinessnews.com-თან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ზოგადად სტომატოლოგიურ კლინიკებში არსებობს:
„სამწუხაროდ დღემდე არის კლინიკები რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სახელმწიფო სტანდარტს. ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ საკანონმდებლო ინფორმაცია და რეგულაციები, ნებაყოფლობით, ჩვენთან მომართვის შედეგად მათთან მუშაობს მობილური ჯგუფიც, ადგილზე მისვლით ვეხმარებით დარღვევების წინასწარ აღმოჩენაში, სწორად დაგეგმარებაში, აღჭურვაში, სამუშაო პროცესის დანერგვაში კანონმდებლობის შესაბამისად და შრომითი და პაციენტსა და მედპერსონალის ურთიერთობის მოწესრიგებაში“.
ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად მუდმივად ზრუნავს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. პროფესიული ტრენინგების დახმარებით სტომატოლოგებს საშუალება აქვთ კიდევ უფრო გაიღრმავონ დარგობრივი ცოდნა. შესაძლებელობა აქვთ შეისწავლონ ბუღალტერიაც, რაც საშუალებას იძლევა მეტი ფინანსური რესურსი იყოს მიმართული განვითარებისა და პირობების გაუმჯობესებისკენ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის შექმნით საქართველოში გაუმჯობესდა სტომატოლოგიურ კლინიკებში ხარისხი, სერვისი, გარემო და პირობები. ორგანიზაციის შექმნამ ხელი შეუწყო იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც გავრცელებული იყო კლინიკებში. დარღვეული წესებისა და არასტერილური გარემოს გამო კლინიკები ხშირად ჯარიმდებოდნენ, თუმცა თანხა ახლა სრულად ხმარდება მათ პროფესიულ განვითარებასა და პრობლემების გამოსწორებას.
ლიგაში გაწევრიანება კი ძალზედ მარტივია! გაწევრიანება საწევრო განაცხადის შევსებისა და თვეში 10 ლარის გადახდით არის შესაძლებელი. ორგანიზაციის წევრები ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სერვისთან ერთად, სხვა უამრავი სახის ბენეფიტსაც იღებენ რაც საშუალებას აძლევს დაზოგილი თანხები მიმართული იყოს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, აპარატურის გაუმჯობესების და ხელფასების მატებისკენ …