პარტნირებისაზოგადოება

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა – საქართველოს  სტომატოლოგების გაერთიანება

0
გაზიარება

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა 2020 წლიდან ზრუნავს საქართველოში  სტომატოლოგებისა და პაციენტების უფლებათა დაცვისთვის. ლიგა უკვე ათასზე მეტ სტომატოლოგსა და სტომატოლოგიურ კლინიკას აერთიანებს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის გუნდის პირველი და მთავარი მიზანია, რომ სტომატოლოგიური კლინიკები არსებულ კანონმდებლობას, რეგულაციებს მოერგოს და თითოეული მოქალაქისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო/სტომატოლოგიური სერვისის მიღება ხელმისაწვდომი გახდეს. სტომატოლოგებსა და კლინიკებს, რომელთაც არ გააჩნიათ წვდომა  საქართველოში კანონმდებლობით მოთხოვნილი სტანდარტების და არსებული რეგულაციების შესახებ, ჯანდაცვის ლიგა  აწვდის  ინფორმაციას და ეხმარება მათ კლინიკების მოწესრიგებაში, რათა მოხდეს პაციენტების მიღება მოწესრიგებულ, უსაფრთხო გარემოში.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის პრეზიდენტმა ირინა ბერკაცაშვილმა Geobusinessnews.com-თან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ზოგადად სტომატოლოგიურ კლინიკებში არსებობს:

„სამწუხაროდ დღემდე არის კლინიკები რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სახელმწიფო სტანდარტს. ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ საკანონმდებლო ინფორმაცია და რეგულაციები, ნებაყოფლობით, ჩვენთან მომართვის შედეგად მათთან მუშაობს მობილური ჯგუფიც, ადგილზე მისვლით   ვეხმარებით დარღვევების წინასწარ აღმოჩენაში, სწორად დაგეგმარებაში, აღჭურვაში,  სამუშაო პროცესის დანერგვაში  კანონმდებლობის შესაბამისად და შრომითი და პაციენტსა და მედპერსონალის ურთიერთობის მოწესრიგებაში“.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა   გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად მუდმივად ზრუნავს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. პროფესიული ტრენინგების დახმარებით სტომატოლოგებს საშუალება აქვთ კიდევ უფრო გაიღრმავონ დარგობრივი ცოდნა. შესაძლებელობა აქვთ შეისწავლონ ბუღალტერიაც, რაც საშუალებას იძლევა მეტი ფინანსური რესურსი იყოს მიმართული  განვითარებისა და პირობების გაუმჯობესებისკენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის შექმნით საქართველოში გაუმჯობესდა სტომატოლოგიურ კლინიკებში ხარისხი, სერვისი, გარემო და პირობები. ორგანიზაციის შექმნამ ხელი შეუწყო იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც გავრცელებული იყო კლინიკებში. დარღვეული წესებისა და არასტერილური გარემოს გამო კლინიკები ხშირად ჯარიმდებოდნენ, თუმცა თანხა ახლა სრულად ხმარდება მათ პროფესიულ განვითარებასა და პრობლემების გამოსწორებას.

ლიგაში გაწევრიანება კი ძალზედ მარტივია! გაწევრიანება საწევრო განაცხადის შევსებისა და თვეში 10 ლარის გადახდით არის შესაძლებელი. ორგანიზაციის წევრები ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სერვისთან ერთად, სხვა უამრავი სახის ბენეფიტსაც იღებენ რაც საშუალებას აძლევს დაზოგილი თანხები მიმართული იყოს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, აპარატურის გაუმჯობესების და ხელფასების მატებისკენ  …

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!