დღის სიახლეებიესთეტიკაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

მიკრონიდლინგი – სახის მოვლის ინოვაციური მეთოდები აპარატურულ კოსმეტოლოგიაში

0
გაზიარება

მიკრონიდლინგი- სახის მოვლის ინოვაციური მეთოდები აპარატურულ კოსმეტოლოგიაში

მიკრონიდლინგი-მინიმალური ინვაზიური პროცედურა, მრავალჯერადი პატარა, სტერილური ნემსების გამოყენებით. პროცედურის შედეგად ხდება კანის მექანიკური დაზიანება ეპიდერმისში (კანის გარე ფენა) და დერმაში (კანის შიდა ფენა).

მიკრონიდლინგის შესახებ დეტალურად ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი-კოსმეტოლოგი ნატო მერკვილაძე, GeobusinessNews-ge-სთან საუბრობს

„კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების სტიმულაცია ,რომელიც უზრუნველყოფს კანის ბუნებრივი პროცესების აღდგენას და გაცოცხლებას.

კოლაგენი არის მყარი, უხსნადი, ბოჭკოვანი ცილა,  რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ბოჭკოვანი ქსელის ფორმირებას, რომელზეც ხდება ახალი უჯრედების გაზრდა. იგი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის მკვდარი უჯრედების ჩანაცვლებასა და აღდგენაში. შესაძლოა კოლაგენის დაკარგვა გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:

მზის ულტრაიისფერმა გამოსხივებამ ,თამბაქოს მოწევამ, გენეტიკურმა ცვლილებებმა, ასაკის მატებამ და დაბერების პროცესმა.

მიკრონემსების  გამოყენება მეზო კოქტეილთან კომბინაციაში საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ სისხლის ცირკულაცია ,გავაჯანსაღოთ კანის ღრმა შრეები ამინომჟავებით და სხვადასხვა ვიტამინებით.

მიკრონიდლინგი მოიცავს სამკურნალო და კოსმეტიკურ ჩვენებებს,როგორიცაა :

  • ჰიპერპიგმენტაცია
  • გაფართოებული ფორები
  • წვრილი ნაოჭები.
  • როზაცეა
  • ალოპეცია
  • მოშვებული/მოდუნებული კანი, წონის დაკლების ან ლიპოსაქციის შემდეგად
  • (აკნეს ან დამწვრობის ) განვითარებული ნაწიბურები
  • არათანაბარი კანის საფარველი
  • მიკრო ნემსის სიგრძე შეიძლება მერყეობდეს 5 მილიმეტრიდან 2 მმ-მდე.

პროცედურის უკუჩვენებაა,როდესაც პაციენტს აღენიშნება :

  • აკნე ან იღებს აკნეს საწინააღმდეგო მედიკამენტებს .
  • სისხლის დარღვევები ან ანტიკუაგულანტების მიღების პერიოდი (ნარკოტიკები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შემადგენლობას).
  • ონკოპაციენტები,რომლებიც ქიმიოთერაპიას ან სხივურ თერაპიას იტარებენ.
  • ხშირი გამონაყარი კანზე
  • კელოიდული ნაწიბურებისადმი მიდრეკილება .
  • ეგზემა ან ფსორიაზი.

პროცედურა მიმდინარეობს ამბულატორიულ პირობებში ,ადგილობრივი აპლიკაციური ანესთეზიის გამოყენებით. ხანგრძლივობა 30 წთ დან 60 წთ მდე .

სავარაუდო რეაბილიტაციის პერიოდი მოიცავს 3-4 დღეს .

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!