დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ახალი ამბების წამყვანი

0
გაზიარება

მსოფლიოს 10 უმდიდრეს ახალი ამბების წამყვანი:

1.შეპარდ სმიტი – 25 მილიონი დოლარი

შეპარდ სმიტი Fox News-ის გადაცემაში Shepard Smith Reporting-ის წამყვანის პოზიციას იკავებდა. ახლა კი არხის ახალი ამბების განყოფილებაში მმართველი რედაქტორია.

მისი ქონება 25 მილიონი დოლარია. 2003 წლის სატელევიზიო გამოკითხვაში სმიტი დენ რეტერთან და პიტერ ჯენინგსთან ერთად, ყველაზე სანდო ახალი ამბების წამყვანად დაასახელეს.

 

2.მეგან კელი – 30 მილიონი დოლარი

მეგან კელი ახალი ამბების ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ პროფესიონალთა შორისაა. მისი ამჟამინდელი წმინდა ქონება 30 მილიონ დოლარს შეადგენს და ეს მაჩვენებელი მომავალ წელს გაიზრდება.

2003 წელს კელიმ კარიერა ABC-ის ფილიალში, ვაშინგტონში დაიწყო. მომდევნო წელს იგი Fox News-ის გუნდს შეუერთდა.

 

3.ჯორჯ სტეფანოპულოსი – 35 მილიონი დოლარი

ჯორჯ სტეფანოპულოსს აქვს 35 მილიონი დოლარის ქონება და მუშაობს ABC-ის Good Morning America-ს თანაწამყვანად. გარდა ამისა, ის ემსახურება ABC World News Tonight-ის რეგიონულ განყოფილებას.

პოლიტიკაში მისი კარიერა მაიკლ დუკაკისის 1988 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობით დაიწყო, რის შემდეგაც დემოკრატიული პარტიის მრჩეველი გახდა. პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს სტეფანოპულოსი თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე იყო უფროსი მრჩეველი პოლიტიკისა და სტრატეგიის საკითხებში, ასევე, საგარეო პოლიტიკის საბჭოს წევრი.

4.რობინ რობერტსი – 35 მილიონი დოლარი

რობინ რობერტსი თავის პროფესიაში ახალი ამბების ყველაზე შეძლებული წამყვანი ქალია. მისი დაგროვილი ქონება 35 მილიონ დოლარს შეადგენს და მუშაობს ABC-ის Good Morning America-ს თანაწამყვანად. მან კარიერა სპორტის წამყვანობით დაიწყო.

 

 

 

5.ბრაიან უილიამსი – 40 მილიონი დოლარი

ბრაიან უილიამსი ამჟამად MSNBC-ის საკაბელო ახალი ამბების განყოფილებაში მთავარი წამყვანის პოზიციას იკავებს.

ათი წლის განმავლობაში, 2004 წლიდან 2014 წლამდე ბრაიან უილიამსი NBC Nightly News-ის მმართველი რედაქტორი და წამყვანი იყო.

 

 

6.ბილ ო’რეილი – 50 მილიონი დოლარი

კონსერვატიული პოლიტიკური კომენტატორი ბილ ო’რეილი, რომელიც ცნობილია Fox-თან ასოციაციებით, ამაყობს 50 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებით.

იგი ცნობილი გახდა შოუთი – The O’Reilly Factor, რომელიც Fox-ზე 1996 წლიდან 2010-იანი წლების ბოლომდე გადიოდა.

 

 

 

7.მეტ ლაუერი საოცარ ქონებას ფლობს, რომელიც 60 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ლაუერმა თავისი მედია კარიერა დასავლეთ ვირჯინიის ჰანტინგტონში, ადგილობრივი ახალი ამბების გადაცემის პროდიუსერის როლით დაიწყო

 

 

 

 

8.დაიან სოიერი – 80 მილიონი დოლარი

დაიან სოიერი 80 მილიონი დოლარს ფლობს. 1945 წელს, კენტუკიში დაბადებული სოიერის მოგზაურობა წარმატებისკენ მაშინ დაიწყო, როდესაც მან ამერიკის უმცროსი მის სტიპენდიის კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა.

1978 წელს სოიერმა CBS News-ში რეპორტიორად დაიწყო მუშაობა. მოკლე დროში, ის აღმოჩნდა CBS დილის დილის ამბების თანაწამყვანი.

 

9.შონ ჰანიტი – 120 მილიონი დოლარი

შონ ჰანიტის ქონება $120 მილიონი აშშ დოლარია. სანამ Fox News Channel-მა მას თანაწამყვანის პოზიცია შესთავაზა, ჰანიტი ახალი ამბების ინდუსტრიაში ალაბამასა და ატლანტაში მუშაობდა.

 

 

 

10.ანდერსონ კუპერი – 200 მილიონი დოლარი

უმდიდრესი ახალი ამბების წამყვანი ანდერსონ კუპერი 200 მილიონ დოლარს ფლობს.

1995 წელს ანდერსონმა თავისი კარიერა, ABC-ის ახალი ამბების კორესპონდენტად დაიწყო. მოგვიანებით კი CNN-ს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!