ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანი ცნობილია

0
გაზიარება

რომელი რესტორანია მსოფლიოში საუკეთესო? – ამ კითხვას The World’s 50 Best Restaurants-მა 2022 წელსაც კონკრეტული პასუხი გასცა და რიგი უმკაცრესი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რეიტინგი შეადგინა, რომლის ლიდერიც წელს კოპენჰაგენში მდებარე Geranium-ია, რომელსაც რასმუს კოფოედი მართავს. რესტორანს შარშან ამ რეიტინგში მეორე პოზიცია ეკავა, წელს კი საუკეთესოს ტიტული მოირგო და გასული წლის გამარჯვებული Noma ჩაანაცვლა. Geranium-ი 2007 წელს გაიხსნა და მას ამ დროისთვის მიშლენის 3 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მეორე პოზიციაზე წელს ქალაქ ლიმაში მდებარე Central,-ი დასახელდა. სამეულში კი ესპანური Disfrutar-ი მოხვდა. კინოსამყაროს ოსკარით დაჯილდოების მსგავს ღონისძიებაზე სარესტორნო ინდუსტრიისთვის, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში დაასახელეს: საუკეთესო ქალი-მზარეული, საუკეთესო კონდიტერი, კონტინენტის საუკეთესო რესტორანი, საუკეთესო შეფ-მზარეული. მოკლედ ჩამონათვალი და ნომინაციები ბევრია. თუმცა გამარჯვებული რესტორანი ერთია, კონკურენცია კი მუდმივად მზარდი.

თავად დაჯიდლოება კი, რომელში მოხვედრაც კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მთავარი მიზანი და სტიმულია, წელს ლონდონში გაიმართა. თან 20 წლის იუბილეც აღინიშნა. მისი ისტორია ზუსტად 2002 წელს დაიწყო, როდესაც გლობალურად სფეროს წამყვანი ექსპერტებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტდა პანელი, სადაც მასშტაბურად, რესტორნებისთვის დაწესებული კრიტერიუმების მიხედვით ხმის მიცემა დაიწყო.

თუმცა არსებობს წესებიც და მაგალითად, პანელის წევრებს არ შეუძლიათ ხმის მიცემა იმ რესტორნისთვის, სადაც ეკონომიკური ინტერესი აქვთ, გარდა ამისა, მათ 19 თვის განმავლობაში სწორედ იმ რესტორნების სერისებით სარგებლობა უწევთ, რომლებსაც აფასებენ. რაც შეეხება თავად სიას, ჩამონათვალში ყველაზე მეტი, ანუ 6 რესტორანი იტალიურია. ათეული კი ასე გამოიყურება:

1. Geranium – კოპენჰაგენი
2. Central – ლიმა
3. Disfrutar – ბარსელონა
4. DiverXO – მადრიდი
5. Pujol – მეხიკო
6. Asador Etxebarri – ბასკეთი
7. A Casa do Porco – სან-პაულუ
8. Lido 84 – გარდონის რივიერა
9. Quintonil – მეხიკო
10. Le Calandre – რუბანო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!