ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტში შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ იმსჯელეს, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს და სადეკრეტო შვებულების დახმარებას ეხება.კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას მხარი დაუჭირა.
ცვლილება შედის 39-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით-ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე
ორსულობისა და მშობიარობის გამო, ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამო, აგრეთვე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ჯამური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ვლადიმერ კახაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებული და დამსაქმებელი შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულების დამატებით ანაზღაურებაზე.