დღის სიახლეებისიახლეები

ორსულობის,მშობიარობის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება

0
გაზიარება

ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტში შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ იმსჯელეს, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს და სადეკრეტო შვებულების დახმარებას ეხება.​კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას მხარი დაუჭირა.

ცვლილება შედის 39-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით-​ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე

​ორსულობისა და მშობიარობის გამო, ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამო, აგრეთვე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ჯამური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ვლადიმერ კახაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებული და დამსაქმებელი შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულების დამატებით ანაზღაურებაზე.

 

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!