RSS კატეგორიადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ქვეყანაში არსებული 5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს მოგება არცერთს არ ჰქონია

0
გაზიარება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული 5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს არცერთს არ ჰქონია მოგება, ხოლო ყველაზე დიდი – 74.4 მილიონი ლარის ზარალი, ტელეკომპანია „იმედმა“ განიცადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ანგარიშის თანახმად, ანგარიშგების პორტალზე არსებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ტელეკომპანია „იმედის“ შემოსავალი 28 740 849 ლარი იყო; ხარჯი 102 242 346, ხოლო ზარალი 74 366 008 ლარი.

ამავე წელს ასევე დიდი ზარალი განიცადა ტელეკოპანია „რუსთავი 2“-მა – მისი შემოსავალი 15 365 863 ლარი იყო, ხარჯი 57 818 148 ლარი, ზარალი კი 42 452 285 ლარი.

„მთავარი არხის“ შემოსავალმა 2020 წელს 11 624 142 ლარი შეადგინა, ხარჯი 29 197 737 ლარი იყო, ხოლო ზარალი 17 573 594 ლარი.

ტელეკომპანია „პირველის“ 2020 წლის შემოსავალი 6 887 019 ლარია, ხარჯი 8 828 283, ზარალი კი 1 941 264 ლარი.

რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“, აღნიშნულ პერიოდში მისმა შემოსავალმა 4 846 185 ლარი შეადგინა, ხარჯი 39 309 348 ლარი იყო, ზარალი კი 34 463 163 ლარი.

ორგანიზაციის კვლევის შედეგებიდან ვკითხულობთ, რომ კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი მცირედით, 1.3 მლნ ლარით (1%) გაიზარდა და 139.8 მლნ ლარი შეადგინა.

„კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“ უჭირავს 37.5 მლნ ლარით, რომელშიც 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებულ თანხას წარმოადგენს.

ჯამურ შემოსავალში, ასევე, სოლიდური ნაწილი, 17.2 მლნ ლარი მოდის „მაუწყებლის მფლობელის შემოწირულებაზე“, სადაც 8.8 მლნ ლარი „მთავარი არხისთვის“ შეწირული თანხაა, 5.8 მლნ ლარი – „სილქ მედიასთვის“, 1.3 მლნ ლარი – საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“, 0.6 მლნ ლარი- „ალტ ინფოსთვის“ და 0.3 მლნ ლარი – „ობიექტივისთვის“. „სხვა სამაუწყებლო“ შემოსავლებიდან14 ტელევიზიებმა 5.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 4.5 მლნ ლარი „აჭარასპორტ.ტვ“ ანგარიშზე მოდის“,- წერიან ანგარიშში.

საქართველოსთვის“, რეკლამის დიდი ნაწილი ტელეკომპანია „პირველში“ და „მთავარ არხზე“ განათავსა. პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი თანხა, 797 ათასი ლარი, ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, 786 ათასი ლარი „რუსთავი 2-მა“ და 609 ათასი ლარი ტელეკომპანია „პირველმა“, – აღნიშნულია ანგარიშში

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!