ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკარეგიონებისაინტერესო სიახლეები

რა ეღირება კასპის “ჰოლივუდ სითიში“ უძრავი ქონება?

0
გაზიარება

კასპში საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. საუბარია „ჰოლივუდ სითიზე“, რომელსაც საინვესტიციო დეველოპერული კომპანია „სვიფ ლენდ გრუპი“ აშენებს. კომპლექსი კომერციულ ფართებს, სასტუმროს, საცხოვრებლ ვილებს, გასართობ და სპორტულ სივცრეებს და კინოს შემსწავლელ ცენტრს გააერთიანებს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბრენდინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ელბაქიძე საუბრობს „ჰოლივუდ სითიში“ უძრავი ქონების ფასებზე. მისი თქმით, ახალ ტურისტულ ზონაში ქონების შეძენით უკვე ბევრი ადამიანი ინტერესდება.

„თბილისიდან 45 წუთში „ჰოლივუდ სითიში“ ხვდები. ინტერესი ძალიან მაღალია; უკვე ბევრი ადამიანი გვწერს და პროექტის შესახებ ინფორმაციას იღებს. რაც შეეხება ფასებს, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ვილის ფართი, დაახლოებით, 208 კვ/მ-დან 265 კვ/მდეა კვადრატულის ფასი, საშუალოდ, $1000-დან დაიწყება. ფასში საცურაო აუზი და პარკინგი შედის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებთან კომუნიკაცია გვაქვს დაწყებული და მალე ჩვენს მომხმარებელს განვადებასაც შევთავაზებთ. კასპში ახალი ტურისტული ზონა იქმნება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს იმ შესაძლებლობებით, რასაც პროექტი მოგვცემს“, – ამბობს ირმა ელბაქიძე.

ინფორმაციისთვის: ამ ეტაპზე პროექტის სამშენებლო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს და 8 ვილის საძირკველი უკვე ჩასხმულია. ამასთან, სამშენებლო პროცესი ეტაპებად არის დაყოფილი; პირველი ეტაპი 2022 წლის დეკემბერში დამთავრდება, ხოლო სრულ სახეს პროექტი 2024 წლის პირველ ნახევარში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!