დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეები

რომელი ფირმა დაიქირავა ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ფონდმა?!

0
გაზიარება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულების და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

აღნიშნული სისტემის მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაფუძნებულმა ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდმა (AGECF) გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა King & Spalding LLP-თან.

კონტრაქტის ბიუჯეტი $55,000 დოლარია. ეს ამ ფონდის მეორე ლობისტური კონტრაქტია, რადგანაც პირველი $40,000-ის კონტრაქტი ასევე თებერვალში ფირმა Delahunt Group International LLC-თან გაფორმდა.

კონტრაქტის მიზანს საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის მუშაობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოში DFC-ის რეგიონული ოფისის გახსნის ადვოკატირება წარმოადგენს.

მამუკა ბახტაძემ ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი გასული წლის დეკემბერში წარადგინა. მაშინ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ სამწუხაროა ფაქტი, რომ რეგიონში აშშ-ის ინვესტიციები იკლებს.

“ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთია და კვლევებიც ამაზე მიანიშნებენ, რომ ამერიკულ კომპანიებს აქვთ ნაკლებობა ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტებისა, რათა აზიურ და რუსულ კომპანიებს გაუწიონ კონკურენცია.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა უნდა იყოს ამის გასაღები, რათა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ეს იყო ჩემი და ჩემი ამერიკელი და ქართველი მეგობრების ძირითადი მოტივაცია, რომ დაგვეფუძნებინა ეს ორგანიზაცია – “ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი”, – 2022 წლის დეკემბერში განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტი 2019 წლის სექტემბერში დატოვა.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!