ეკონომიკადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

რუსეთმა, შესაძლოა, წითელი ხიზილალის ექსპორტი შეზღუდოს

0
გაზიარება

რუსეთის თევზჭერის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთში ორაგულის წარმოების პროგნოზები, ბოლო 10 წლის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ილია შესტიაკოვის თქმითვე, თუ ეს მოცულობები წითელი ხიზილალის მოცულობითი ექსპორტისთვის საკმარისი არ იქნება, მაშინ ხიზილალის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიწოდება შეიძლება შეიზღუდოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხიზილალის დეფიციტს ჩვენ არ ველით, რადგან აქამდეც გარკვეული, არც თუ მაღალი თევზჭერის პირობებში, ხიზილალის მაინც დიდი ექსპორტი განვახორციელეთ. თუ მიმდინარე წელს ორაგულის წარმოება ადრე არსებული ხიზილალის ექსპორტის მოცულობისთვის საკმარისი არ იქნება, ჩვენ უბრალოდ ხილალის ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამისთვის ყველა შესაძლებლობა და მექანიზმი გვაქვს, საჭიროების შემთხვევაში კი ფასსაც დავაკორექტირებთ“, – განაცხადა თევზჭერის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა.

„ინტერფაქსის“ ცნობით, მიმდინარე წელს ორაგულის ჭერის მაჩვენებელი 322 ათასი ტონა იქნება. შარშან ეს მაჩვენებელი 539 ათასი ტონა იყო.

ცნობისთვის, საქართველომ გასულ წელს 1 მლნ დოლარის ღირებულების 54 ტონა ორაგულის ხიზილალა და მისი სხვა შემცვლელები შეიძინა. წითელი ხიზილალის მთავარი საიმპორტო ბაზარი კი რუსეთი (753 ათასი დოლარი, 28 ტონა) იყო. გარდა ამისა საქონლის იმპორტი ბელარუსიდან (140 ათასი დოლარი, 18 ტონა), ჩინეთიდან (35 ათასი დოლარი, 1 ტონა), უკრაინიდან (33 ათასი დოლარი, 5 ტონა), აშშ-დან (20 ათასი დოლარი, 0.2 ტონა) და მცირე მოცულობებით ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დანიიდან შემოვიდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!