აუზიდღის სიახლეებიპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებისპორტი

საცურაო აუზი ,,Aqua Baby“–კვალიფიციური პერსონალითა და ევროსტანდარტების სრული დაცვით

0
გაზიარება

ქ. გორში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და ევროსტანდარტების სრული დაცვით საცურაო აუზი ,,Aqua Baby“ შეიქმნა,რომელიც 2-დან 15 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.

საცურაო აუზით ,,Aqua Baby“ სარგებლობისთვის საჭიროა სურვილი,მითითებული ასაკის დაცვა, მოზარდის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100), აუზისთვის განკუთვნილი პირადი ჰიგიენის ნივთები (პირსახოცი, ქუდი, სათვალე,ქოში). საჭირო სპორტული ინვენტარის შეძენა-განახლებას აუზის ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს.

„მრავალი წლის განმავლობაში ქ.გორში საცურაო აუზი არ ფუნქციონირებდა. ვფიქრობთ, სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი მოზარდი თაობისთვის პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საცურაო აუზის ,,Aqua Baby“ გახსნის იდეა.საცურაო აუზში ,,Aqua Baby“ სუფევს იდეალური სისუფთავე, 24 საათიანი წყლის ცირკულაცია,ასევე წყალი მუშავდება ულტრა იისფერი სხივებით და ქლორით, წყლის ტემპერატურა მუდმივად 31-ია“ – ნუკრი კაკულია საცურაო აუზით ,,Aqua Baby“ – ის ტრენერი

მყუდრო და მოწესრიგებულ გარემოსთან ერთად საცურაო აუზ ,,Aqua Baby“-ში გამოცდილი და წარმატებული მწვრთნელები ემსახურებიან, მოზარდების ინტერესებზე კი თბილი, ყურადღებიანი და კვალიფიციური პერსონალი ზრუნავს.

,,Aqua Baby“ გთავაზობთ:

  • გაკვეთილები მუსიკის თანხლებით;
  • მშობლებისთვის განკუთვნილია სივრცე, სადაც მათ საშუალება აქვთ შვილების მეცადინეობის დროს კომფორტულად დაისვენონ;
  • გამოყოფილია სივრცე ბავშვების გასართობად;
  • რეგულარულად ეწყობა მხიარული შეჯიბრებები;
  • ტარდება დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალები;
  • მოქმედებს   F i t p a s s  პროგრამა;

საცურაო აუზი ,,Aqua Baby“ არ უშინდება გამოწვევებს და მუდამ მზადაა ნებისმიერი ინოვაციისთვის

საკონტაქტო ინფორმაციაა:ტელ: 551 13 13 46

ქ.გორი, თბილისის ქ. N9

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!