დღის სიახლეებიმეღვინეობასაზოგადოება

საქართველოში ამერიკიდან ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები და მარკეტოლოგები იმყოფებოდნენ

0
გაზიარება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში სტუმრად ამერიკელი ღვინის პროფესიონალები იმყოფებოდნენ. ვიზიტს ორგანიზება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ „Colangelo&Partners” გაუწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები და მარკეტოლოგები შედიოდნენ.

სტუმრებმა ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელი 40-მდე კომპანიის ღვინოები დააგემოვნეს.
„Colangelo&Partners”-ის მენეჯერის სარა ჰოვარდის განცხადებით, რომელიც ამერიკელი პროფესიონალების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ქართულ ღვინოს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ქართულ ღვინოს უსაზღვროდ დიდი პოტენციალი აქვს ამერიკის ბაზარზე. თქვენი ღვინო უნიკალურია, გააჩნია უდიდესი ისტორია. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან. ჩვენ დავგეგმეთ სხვადასხვა ღონისძიება ქართული ღვინის მხარდასაჭერად ამერიკაში, რაც მოიცავს მედიასთან თანამშრომლობას, გაყიდვების გაზრდაზე გათვლილ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება და ქართული ღვინოებით დაინტერესება“, – აღნიშნა სარა ჰოვარდმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი – 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია, ქართული ღვინის პოპულარიზაცია აშშ-ის ბაზარზე და ექსპორტის მაქსიმალური ზრდა. ვმუშაობთ იმისათვის, რომ 2025 წლისთვის, ამერიკის საექსპორტო ბაზარზე გაყიდვებმა 5 მილიონ ბოთლს მიაღწიოს. შესაბამისად, აშშ-ში ქართულ ღვინის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან აქტივობებს ახორცილებს“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ მეტრეველმა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!