ბიზნესიდღის სიახლეები

საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გაიზარდა

0
გაზიარება

2022 წლის II კვარტალში საქართველოში 176 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანაში მხოლოდ 127 ერთეული სამაცივრე მეურნეობა იყო – ინფორმაციას ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა (48.9 %) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (13.6 %), კახეთის რეგიონში (10.2 %), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (8.5 %), აჭარის ა.რ.-ში (5.7 %), ქვემო ქართლის რეგიონში (4.5%), იმერეთის რეგიონში (4.0 %), გურიის რეგიონში (1.7 %), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.7 %) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.1 %).

2022 წლის II კვარტალში მომსახურება გაეწია 311 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით – 587 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 267 კაცით განისაზღვრა.

2022 წლის II კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 75.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 45.9% – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 13.1 %- ხილი და ბოსტნეული, 15.7 % – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 13.7 % – თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!