დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

0
გაზიარება

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია.

რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია, ამათგან კი მოქმედი 60 927 ბიზნესია (შესაბამისად, მათი საქმიანობის სფეროც უცნობია).

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი, 198 255 ბიზნეს სუბიექტი საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროშია რეგისტრირებული, რომელთაგან აქტიურ მხოლოდ 43%-ია.

დარგების ხუთეული, სადაც ყველაზე მეტი სუბიექტია რეგისტრირებული:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 198 255 რეგისტრირებული, აქედან აქტიური 85 747 სუბიექტი (43%)
  • დამამუშავებელი მრეწველობა – 44 634 რეგისტრირებული, აქტიური – 18 336 სუბიექტი (41%)
  • ტრანსპორტი და დასაწყობება – 35 126 რეგისტრირებული, აქტიური – 20 046 სუბიექტი (57%)
  • მშენებლობა – 34 084 რეგისტრირებული, 17 654 აქტიური სუბიექტი (51,7%)
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 25 759 რეგისტრირებული, აქტიური 10 848 სუბიექტი (42%)

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!