დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში 2022 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

0
გაზიარება

საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის ცერემონია, რომელიც ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობით და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდთან პარტნიორობით შეიქმნა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

BARTA 2022-ის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო 16 ნომინანტი კომპანია. გამარჯვებული საწარმოები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა,რომლებმაც აღნიშნეს წინა წლებთან შედარებით ანგარიშგების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება, ისევე როგორც მდგრადი განვითარების შესახებ ანგარიშგების ზრდა.

„ვულოცავთ კომპანიებს, რომელთაც მოწინავე პოზიცია უკავიათ ხარისხიანი და გამჭვირვალე ანგარიშგების მომზადების, მათ შორის, მდგრადი განვითარების თვალსაზრისით. მოხარული ვართ, საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიების რაოდენობის ზრდით და იმედი გვაქვს, რომ სხვებიც მიბაძავენ მათ მაგალითს. ევროკავშირი თავისი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში და ფარგლებს მიღმა საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის და საწარმოების, მომხმარებლებისა და ინვესტორებისთვის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ერთგული რჩება“, – აღნიშნა ევროკავშირის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების მოქმედმა ხელმძღვანელმა კატალინ გერმანმა.

2022 წელს გამოცხადებულ 7 კატეგორიაში შემდეგი გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ: გამარჯვებული მსხვილი საფინანსო კომპანია – სს „თიბისი ბანკი”; საპატიო ჯილდო მსხვილი საფინანსო კომპანიისთვის – სს მსო „კრისტალი”; გამარჯვებული მსხვილი არასაფინანსო კომპანია (500 ან მეტი დასაქმებული) – სს „საქართველოს რკინიგზა“; გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია (500-ზე ნაკლები დასაქმებული) – სს „თიბისი ლიზინგი“; საპატიო ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიისთვის (500 -ზე ნაკლები დასაქმებული) – მსო „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“; გამარჯვებული მდგრადობის საუკეთესო ანგარიში – სს „საქართველოს ბანკი“; საპატიო ჯილდო მდგრადობის ანგარიშისთვის – სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“.

„მაღალი ხარისხის კორპორაციულ ანგარიშგებას, როგორც ფინანსური მდგომარეობის, ისე – მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისთვის, ზრდისა და მდგრადობისთვის. BARTA განსაკუთრებულ როლს ასრულებს კორპორაციული ანგარიშგების გაუმჯობესების სტიმულირებასა და წახალისებაში და ასევე საფინანსო და არასაფინანსო ანგარიშგების სფეროში გლობალური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარებაში. გამჭვირვალობის კიდევ უფრო ამაღლება ქვეყანას დაეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მდგრადი განვითარების შესახებ ანგარიშგების წარდგენა ევროკავშირში სავალდებულო გახდება ყველა მსხვილი და ლისტინგში შემავალი კომპანიისთვის. ეს კიდევ უფრო ზრდის ზოგადად BARTA-ს და ასევე წელს დამატებული ჯილდოების მნიშვნელობას – მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების საუკეთესო არასაფინანსო ანგარიშგების, მსხვილი არასაფინანსო ინსტიტუტის და მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორიაში არსებული ჯილდოების გარდა, დაწესებულია ორი ჯილდო მდგრადი განვითარების ანგარიშგებისთვის.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!