2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 15,177 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონსოლიდირებულ მონაცემებშია აღნიშნული.
წმინდა საპროცენტო შემოსავალმა ჯამში 17,840 მლნ ლარი შეადგინა; აქედან 9,988 მლნ ლარი წმინდა საკომისიო და მომსახურების მიხედვით სხვა შემოსავლებზე მოდის, 667,3 ათასი ლარი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავლებზე, ხოლო, 5,702 მლნ ლარი სხვა არასაპროცენტო შემოსავლებზე.
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, არასაპროცენტო შემოსავლებმა ჯამში 16,685 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 12, 979 მლნ ლარი პერსონალის ხარჯებზე ნაწილდება, 1,896 მლნ ლარი იჯარის ხარჯზე, 5,595 მლნ ლარი სხვა არასაპროცენტო ხარჯებზე. სესხის გამცემი სუბიექტების აქტივებმა 480,035 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალმა 179, 474 მლნ ლარი.