დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2023-ის პარტნიორია სასტუმრო და რესტორანი – შალე მესტია

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2023-ის პარტნიორია სასტუმრო და რესტორანი – შალე მესტია (Chalet Mestia)

სასტუმრო და რესტორანი შალე მესტია (Chalet Mestia) მდებარეობს მესტიის გულში და სვანეთის შეუდარებელი მთებითაა გარემოცული. სასტუმრო უკვე ოთხი წელია რაც ქართველ და უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს, ხოლო რესტორანი 2020 წლიდან ფუნქციონირებს.

სასტუმრო შალე მესტიაში 15 ოთახია განთავსებული, მათ შორის არის, როგორც ორადგილიანი, ასევე სამ და ოთხადგილიანი კატეგორიის თანამედროვედ აღჭურვილი ნომრები. შალე მესტიაში შექმნილი განსხვავებული, მყუდრო და კომფორტული გარემო, ქართული ისტორიის და ორნამენტების შთაგონებით შეიქმნა.

“შალე მესტიის გუნდის მთავარი მიზანი უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდებაა, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ დამსვენებლებისთვის სასტუმრო და რესტორანში მიღებული გამოცდილება გავლენას ახდენს რეგიონისადმი სიყვარულის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს სტუმრებს გაუზიაროს საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები სვანეთის უნიკალური რეგიონის შესახებ, რათა უფრო მეტად დაინტერესდნენ ადგილობრივი ისტორიის შესწავლით” – გოჩა ჭელიძე

მოგზაურობისას კულტურის შეცნობის ერთ-ერთი მთავარი გზა ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებაა. სწორედ ამიტომ სასტუმროს გახსნიდან ერთ წელში შეიქმნა რესტორანი შალე მესტია, რომელიც სტუმრებს ქართული და ძირძველი სვანური სამზარეულოს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. რესტორანში, ასევე შესაძლებელია კორპორატიული და საბანკეტო ღონისძიებების აღნიშვნა, როგორც შიდა სივრცეში, ასევე ახლად გახსნილ ტერასაზე. უგემრიელეს კერძებთან შეფერებული, ქართულ მოტივებზე შექმნილი სივრცე და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი, ნამდვილად ყველა სტუმარს ამახსოვრებს თავს და მათ განმეორებით სტუმრობის სურვილს აძლევს.

აღმოაჩინე საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ისტორიის მქონე რეგიონი შალე მესტიასთან ერთად!

 

მის: მესტია, ბეთლემის #47

საკონტაქტო ინფორმაცია :

✉️[email protected]

📞 +995 551 93 17 17

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!