აჭარაRSS კატეგორიადღის სიახლეებიმთავარიმთავარი ამბებიმშენებლობა

შუახევსა და ქედაში საპიკნიკე ზონების მოწყობა იგეგმება

0
გაზიარება

მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო შუახევსა და ქედაში საპიკნიკე ზონების მოწყობას გეგმავს.

„ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები მახუნცეთის მთა ნამხლევსა და კვესაური-ძველი მთის მიმდებარედ ხარისაწოლზე გაკეთდება, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.

May be an image of outdoors

საპიკნიკე ინფრასტრუქტურა საკოცონე სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს მოიცავს. მსგავსი საპიკნიკე ზონები ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020-2021 წლებში, ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდროზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოაწყო. ჯვარიმინდორზე საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრები გაკეთდა, სადაც მოლაშქრეებს ღამისთევა და ულამაზეს გარემოში დროის გატარება შეუძლიათ. გარდა საპიკნიკე ინფრასტრუქტურისა, წელს სააგენტო ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკის პროექტსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და პოპულარიზაციის კუთხით აგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!