ფინანსებიდღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამაში 7 195 პირი ჩაერთო

0
გაზიარება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საზოგადოებრივ სამუშაოებს ან შრომის ბაზარზე არსებულ შესაბამის ვაკანსიებს სთავაზობს.

იმ შემთხვევაში კი, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა. აღნიშნულ შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, ოჯახს, 4 წლის განმავლობაში, საარსებო შემწეობა უწყვეტად უნარჩუნდება.

„პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის 1-ელ მარტს დაიწყო და მაისის დასაწყისის მდგომარეობით, უკვე 7 195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია დასაქმებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ დასაქმების ხელშეწყობაზე საუბრის დროს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია, სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება.

„ფუნქციონირებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს და სამუშაოს მაძიებლებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა: პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები, სტაჟირება. ეტაპობრივად, სააგენტოს წარმომადგენლობა იზრდებოდა, რომელიც საწყის ეტაპზე, მხოლოდ თბილისსა და 7 რეგიონში ფუნქციონირებდა. დღეისათვის კი, სააგენტო უკვე თბილისსა და ყველა რეგიონში, მუნიციპალურ დონეზეა წარმოდგენილი. ვაგრძელებთ მუშაობას შრომის ბაზრის გაძლიერებისა და ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად, ინსტიტუციურად გაძლიერდება დასაქმების სააგენტო და დასაქმების ყველა სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, სრულად, ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!